Apple-მა და Google-მა კორონავირუსის გამოსავლენი ახალი ტექნოლოგია წარადგინეს

Apple-მა და Google-მა კორონავირუსის გამოსავლენი ახალი ტექნოლოგია წარადგინეს

Apple-მა და Google-ის მფლობელმა კომპანია Alphabet-მა ერთობლივად შემუშავებული ტექნოლოგია წარადგინეს, რაც მთავრობებს დაეხმარება კორონავირუსის გავრცელება აკონტროლონ სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით. აპლიკაცია მომხმარებლებს შეატყობინებს, თუ მათ შეხება ჰქონდათ რომელიმე კოვიდ–ინფიცირებულ ადამიანთან.

ტექნოლოგიურმა გიგანტებმა შეიმუშავეს ერთობლივი პროტოკოლი აპლიკაციისთვის, რომელიც ბლუთუზის სიგნალს გამოიყენებს კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების იდენტიფიცირებისთვის. ეს ყველაფერი კი შესაძლებელი იქნება აპლიკაციის სმარტფონებში ჩამოწერით.

ახალ ტექნოლოგიაზე წვდომა უკვე მოითხოვა აშშ-ის რამდენიმე შტატმა – ჩრდილოეთ დაკოტამ, ალაბამამ და სამხრეთ კაროლინამ და ასევე 22 ქვეყანამ.

ტექნოლოგია ამ დრომდე ხელმისაწვდომი იყო როგორც ბეტა-ვერსია.

აპლიკაციის მუშაობის პრინციპი მარტივია. მომხმარებელი, რომელსაც სმარტფონში ჩამოწერილი ექნება ის და დაუდასტურდება კორონავირუსი, მან უნდა მონიშნოს თავისის სტატუსი, რომ ინფიცირებულია. შემდეგ უკვე თუ მას ექნება ვინმე სხვასთან კონტაქტი, იმ მეორე ადამიანის აპლიკაცია უკვე მიაწვდის სიგნალს მას, რომ ჰქონდა შეხება კოვიდ-ინფიცირებულთან.

აღნიშნული ტექნოლოგია კორონავირუსის ეპიდემიის შეკავებას და ვირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *