“საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, აპირებს 2020 წლის თავისი ხელფასის 50% ჩამოიჭრას და ის საქართველოში პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკურ და სოციალურ გავლენებთან ბრძოლის მიზნით, ქველმოქმედებას მოახმაროს.
ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს ბანკის ჯგუფი” ავრცელებს.
“საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელ პირთა ჯგუფი ასევე თავიანთი სურვილით შეთანხმდა, რომ 2020 წლის ფიქსირებული ხელფასის 20%-ს გაიღოს, რაც ძალაში 2020 წლის 1 მარტიდან შევიდა.
დატოვე კომენტარი