"შეცდომა დავუშვი" – ბაფეტმა ავიაკომპანიების აქციები გაყიდა

"შეცდომა დავუშვი" – ბაფეტმა ავიაკომპანიების აქციები გაყიდა

მილიარდერმა უორენ ბაფეტმა ავიაკომპანიის აქციები სრულად გაყიდა, კერძოდ, Berkshire Hathaway-ის მფლობელმა დაადასტურა, რომ მან ოთხი უმსხვილესი ავიაკომპანიის United-ს, American-ის, Southwest-ის და Delta Airlines-ის აქციები გაყიდა ჯამში $4 მილიარდის ღირებულების.

როგორც ბაფეტმა აღნიშნა, თავისმა კომპანია Berkshire Hathaway-მა $7–8 მილიარდის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა თავიდან აღნიშნულ ავიაკომპანიებში, თუმცა, საბოლოოდ კომპანიას არანაირი სარგებელი არ მიუღია ამ ინვესტიციით. მისივე თქმით, მან შეცდომა დაუშვა ვინაიდან ავიაბიზნესი “ძალიან იცვლება“.

“მსოფლიო შეიცვალა ავიაკომპანიებისთვის. ეს სექტორი ძალიან დაზარალდა კარანტინის გამო, რაც კორონავირუსით იქნა გამოწვეული“, – აღნიშნა ბაფეტმა.

“მივხვდი რომ შევცდი. არ ვიცი სამ-ოთხ წელიწადში ადამიანები ისევ იფრენენ იმდენს, რამდენსაც მაგალითად გასულ წელს, თუ არა“, – დასძინა მან.

თუმცა, იმის გამო რომ ავიასექტორი მნიშვნელოვნად დაზარალდა, ამერიკული ავიაკომპანიები ფედერალური დახმარებების და სესხების სახით $25 მლიარდს მიიღებენ.

შეგახსენებთ, Berkshire Hathaway-მ 2020 წლის პირველ კვარტალში კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაახლოებით $50 მილიარდი დაკარგა.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *