საქართველოს კვების ინდუსტრიის მხარდაჭერა კორონავირუსის პერიოდში

საქართველოს კვების ინდუსტრიის მხარდაჭერა კორონავირუსის პერიოდში

EBRD და ევროკავშირი ადგილობრივი შინაური ფრინველის ფერმას “ჩირინას“ ეხმარებიან, რათა კომპანიამ თავისი საქმიანობა გააფართოვოს. ამის შესახებ სტატია EBRD-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც სტატიაში წერია, ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში “ჩირინა“ გაფართოვებას გეგმავდა და მას დაგეგმილი ჰქონდა 14 ახალი ობიექტის ამოქმედება, რაც წარმოებას 50%-ით გაზრდიდა. ამ მიზნის განხორციელებაში მას მეგობრები – EBRD და ევროკავშირი დაეხმარა.

მართალია კორონავირუსის გავრცელების გამო, კომპანიას მოუწია გეგმების სწრაფად გადახედვა, თუმცა, ამან “ჩირინას“ ხელმძღვანელები ვერ შეაჩერა ახალ ობიექტებზე მუშაობა დაეწყოთ და ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც არსებითი საკვები პროდუქციის ადგილობრივი წარმოება უდიდეს მნიშვნელობას იძენს ქვეყანაში.

“ჩირინას“ დევიზია “წარმატება მოგზაურობაა და არა მიმართულება“. სასოფლო სამეურნეო სექტორში ეს ქართული საწარმო უახლეს ტექნოლოგიებს იყენებს.

როგორც სტატიაში წერია, “ჩირინა“ 2007 წელს შეიქმნა, მაშინ როდესაც მისი ხელმძღვანელი რევაზ ვაშაკიძე, პროფესიით ბიოქიმიკოსი საქართველოში დაბრუნდა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში თავისი სიტყვა ეთქვა.

დღეს კი “ჩირინას“ ნაწარმი – ქართმის ხორცი და კვერცხი – ადგილობრივი წარმოების და მოხმარების 40 და 60%-ს მოიცავს.

ისტორიულად, საქართველოში შინაური ფრინველის ნაწარმის კუთხით იმპორტირებული პროდუქცია დიმინირებდა, თუმცა “ჩირინას“ წყალობით, ახლა ამ პროდუქტის იმპორტის მოცულობა შემცირდა და მოსალოდნელია რომ კიდევ უფრო შემცირდეს “ჩირინას“ გაზრდილი წარმოების შედეგად.  

კომპანიის მონაცემებით, დაახლოებით 16 000 ადამიანი სტუმრობს “ბიუ-ბიუს“ მაღაზიებს დღის განმავლობაში. ამასთან, “ჩირინა“ საქართველოში საკმაოდ მსხვილი დამსაქმებელია. ის ამჟამად 450 ადამიანს ასაქმებს.

კომპანიასთან EBRD-მა მუშაობა დაიწყო 2017 წელს საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირმა EU4Business-ის ინიციატივის ფარგლებში დააფინანსა. საერთაშორისო ექსპერტები დაეხმარნენ კომპანიას ბიზნესპროცესების გაუმჯობესებასა და ახალი საწარმოო ობიექტის დაგეგმარებაში.

მალევე “ჩირინა“ გახდა პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც პროგრამა Blue Ribbon-ს შეუერთდა, აღნიშნული EBRD-ის ინიციატივაა, რომლის სამიზნეც მზარდი საწარმოებია.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ მოვახერხეთ საწარმოო მოცულობის გაზრდა ამ რთულ პერიოდში“, – განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ. მისივე თქმით, კომპანია მაქსიმალურად ცდილობს თანამშრომელთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ისინი სრულად მიჰყვებიან მთავრობის რეკომენდაციებს.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *