დელის სარკინიგზო კორპორაციის (DMRC) განცხადებით, ქალაქის ერთ-ერთი დასახლების, ნიუ-დელის მეტრო მსოფლიოში პირველი სრულად მზის ენერგიაზე მომუშავე სატრანსპორტო სისტემა გახდება. ლაბირინთის ქსელის საერთო ოპერაციული სიგრძე 327 კილომეტრს უტოლდება და მგზავრებს 236 სადგურზე ემსახურება.
The Indian Times-ის თანახმად, DMRC-ი მსოფლიოში პირველი სარკინიგზო ქსელი გახდა, რომელმაც ჯერ კიდევ 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისგან ნახშირბადის კრედიტები მოიპოვა, რაც ყოველწლიურად სათბურის გაზების ემისიის თითქმის 6,30,000 ტონით შემცირებას გულისხმობდა. აღსანიშნავია, რომ ინდოეთში, განახლებადი ენერგიის სრული პოტენციალის გამოყენების მიზნით, რკინიგზის სადგურები და აეროპორტები უკვე იმუხტება მზის პანელების საშუალებით. ხოლო როდესაც ნიუ-დელის მეტრო გაფართოვდება, სამომავლოდ თითოეული სადგურის სახურავზე მზის პანელები განთავსდება.
აქამდე მზის ენერგია, რომელიც გამომუშავებული იყო დელის სარკინიგზო კორპორაციის შენობებში, დამონტაჟებული იყო მზის ენერგიის სადგურების მიერ და ისეთი დამხმარე მოთხოვნებისთვის გამოიყენებოდა, როგორიცაა სადგურებისა და დეპოების განათება და კონდიცირება. კონკრეტულად ნიუ-დელის მეტროს შემთხვევაში ყველა ელექტრომოწყობილობა და მოწყობილობა 60%-მდე მზის ენერგიით იკვებება. შემდგომი გამოწვევა წლის ბოლომდე მეტროს სრულად „გამწვანებაა“. DMRC-ის მონაცემებით, ნიუ-დელის მეტროსადგურით ყოველდღიურად 6 მილიონზე მეტი მგზავრი გადაადგილდება.
სწრაფად მზარდი ეკონომიკის პირობებში, ინდოეთში სუფთა ენერგიაზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება. ინდოეთმა უკვე დაიკავა წამყვანი ადგილი მსოფლიოში მზის ენერგიის გამოყენების თვალსაზრისით. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ინდოეთი მსოფლიოში მეხუთეა მზის პანელების სიმძლავრით, რაც 2019 წელს 38 გიგავატისა და 54 ტვტ-სთ-ის ელექტროენერგიის წარმოებას გულისხმობს.
დატოვე კომენტარი