NEXT-ის ხელმძღვანელი - "ადამიანები ახალ ტანსაცმელს აღარ ყიდულობენ სახლში დარჩენის გამო“

NEXT-ის ხელმძღვანელი - "ადამიანები ახალ ტანსაცმელს აღარ ყიდულობენ სახლში დარჩენის გამო“

ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელის Next-ის ხელმძღვანელი ლორდ უოლფსონი აცხადებს, რომ რითეილის ბაზარი სერიოზულ კლებას განიცდის კორონავირუსის გამო. მისივე თქმით, ონლაინ გაყიდვები მაღაზიების გაყიდვებს, შესაძლოა, უსწრებდეს კიდეც.

როგორც უოლფსონი ამბობს, ადამიანებს, რომლებიც სახლში რჩებიან, ახალ ტანსაცმელს აღარ ყიდულობენ. მისივე განცხადებით, მოთხოვნის შემცირების რისკი უდიდესი გამოწვევაა, რის წინაშეც კომპანია დგას.

ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელზე სერიოზული გავლენა მოახდინა ვირუსის ჯერ კიდევ ჩინეთში გავრცელებამ, ვინაიდან კომპანიის ხელმძღვანელები მიხვდნენ, რომ მათ მიწოდების ქსელს ჩინეთის კრიზისის გამო, პრობლემები ექმნებოდა.

იანვრის მონაცემებით, Next-ის მთლიანი გაყიდვები გაზრდილი იყო 3,3%-ით £4.36 მლრდ-მდე. მათ შორის ონლაინ გაყიდვები 11,9%-ით იყო გაზრდილი  £2.14 მლრდ-მდე, ხოლო რითეილ გაყიდვები დაცემული იყო 5,3%-ით £1.85 მლრდ-მდე.

თუმცა, 8 მარტის მონაცემებით, გაყიდვები უკვე 8,8%-ით შეუმცირდა Next-ს. ხოლო 15-17 მარტის პერიოდში 30%-ით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *