საქართველოში მშენებლობის ხარისხი იზრდება

საქართველოში მშენებლობის ხარისხი იზრდება

კორონავირუსით გამოწვეული გლობალური რეცესია მსოფლიო ეკონომიკის ყველა სფეროს შეეხო. მიუხედავად ამისა, არსებობს ცალკეული შემთხვევები, როცა ნეგატიურ სიტუაციებში  ნამდვილი სასწაულები ხდება. ფაქტია, 2021 წლის ბოლოს საქართველოში მშენებლობის სექტორი გაიზარდა. მსოფლიო ეკონომიკის ურთულესი რეალიების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკის ამ უმნიშვნელოვანესმა შემადგენელმა რეკორდული ზრდა აჩვენა.

„საქსტატმა“ ოფიციალური ანგარიშებით გამოაქვეყნა ინფორმაცია 2020-2021 წლებში გაცემულ მშენებლობის ნებართვებზე, რომლებიც შეადგენს დაახლოებით 5 მილიონ კვ/მ მშენებარე და უკვე აშენებული საცხოვრებელი ფართების მოცულობას. ამ მაჩვენებლით საქართველომ რიგ ევროპულ ქვეყნებს გაასწრო.

უძრავი ქონების გაყიდვები 2021 წელს მკვეთრად გაიზარდა, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ სპეციფიკურ პოზიციას. ექსპერტების თქმით, დღევანდელი ბაზარი ინტენსიურად ანაზღაურებს საკარანტინო პერიოდში დაკარგულ შესაძლებლობებს. გაყიდვების ლიდერად, როგორც მოსალოდნელი იყო, დარჩა ბათუმი და თბილისი – საერთო ბრუნვის თითქმის ნახევარი ამ ორ პოზიციაზე მოდის.

ამასთანავე არსებობს ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა – მშენებლობის ხარისხი. რა თქმა უნდა, ეს საკითხი არ არის ექსკლუზიური, ექსპერტების თქმით, ეს არის სამხრეთის ქვეყნების საერთო პრობლემა. სამშენებლო ობიექტების დაბალი ხარისხი გამოწვეულია მშენებლების სურვილით, შეამცირონ სამშენებლო მასალების ხარჯები და გასწიონ ეკონომია მუშახელის ანაზღაურებაზე. თითქმის ყოველთვის ამის შედეგია პროდუქტის საბოლოო ხარისხი. საქართველოში  ეს თემა  მრავალჯერ გამხდარა მსჯელობის საგანი როგორც მასმედიის, და ასევე ხელისუფლების ადგილობრივი   ორგანოებისა, რომელთა მხრიდან  არაერთი მკაცრი რეგულაციაა მიღებული.

ამან მოიტანა კიდეც დადებითი შედეგი – მშენებლობის ხარისხი გაუმჯობესდა. მზარდი კონკურენციის ფონზე მოწინავე დეველოპერებისთვის მოგებიანია ხარისხის ფაქტორის გამოყენება. თავის მხრივ, კლიენტებიც უფრო მომთხოვნი არიან და მათთვის უკვე  საკმარისი არაა მხოლოდ პროდუქციის მოწოდება – ის  ახალ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს.  ეს გზა გავლილი აქვს დასავლეთის ყველა განვითარებულ ბაზარს, ახლა საქართველო გადის საერთაშორისო სტანდარტებთან ადაპტირებას.

გავიხსენოთ ფაქტი: 2000-იანი წლების დასაწყისში ნიუ-იორკში დაიწყო ცათამბჯენების ნაწილის დემონტაჟი, რომლებიც მე-20 საუკუნის 70 წლებში აშენდა.  რიგ შემთხვევებში მზიდ კონსტრუქციებს  მეტალის „დაღლილობის“  შედეგად ექსპლუატაციიდან  სულ რაღაც 30 წელიწადში შეექმნა საფრთხე, რამაც მათი ნგრევა გამოიწვია და დემონტაჟის აუცილებლობა შექმნა. მათ ნაცვლად აშენდა ახალი მაღლივი კორპუსები, რომლებიც უფრო მკაცრ რეგულაციებს შეესაბამებოდა.

სპეციალისტების აზრით, მყიდველი უფრო მომთხოვნი გახდა და, როგორც დანარჩენ მსოფლიოში, საქართველოშიც გაიმარჯვებს ის კომპანიები, რომლებიც მუშაობს განვითარებაზე. ასეთი მშენებლები ითვალისწინებენ არა მხოლოდ დღევანდელს, არამედ მომავალ სამშენებლო რეგლამენტსაც. ეს ფაქტორი მათ აძლევს საშუალებას, ორი ნაბიჯით გაუსწრონ თავიანთ კონკურენტებს, რადგანაც მათი სახლების ექსპლუატაციის პერიოდი 150-200 წელია, განსხვავებით სტანდარტული 30-50 წლისა.

მსოფლიო სტანდარტების დონეზე მომუშავე კომპანიაა ბათუმის European Village LLC, რომელიც გახდა დაბალსართულიანი მშენებლობის ლიდერი  მითითებულ დარგში. მის მაგალითზე შეგვიძლია განვიხილოთ სამშენებლო ტექნოლოგიების განვითარება საქართველოში და მათი ადაპტაცია მსოფლიო ხარისხის სტანდარტებთან. კომპანია აშენებს ყველაზე მოთხოვნად საკურორტო ლოკაციებში ვილებს  premium-  და  elite-კლასით და იყენებს ყველაზე პროგრესიულ თანამედროვე ტექნოლოგიებს.

გამოცდილმა მშენებლებმა იციან, რომ  ნესტიან სუბტროპიკულ კლიმატში, სადაც ხშირია ნალექი და გრუნტის წყლის დონის აწევა, საძირკვლის ჰიდროიზოლაციის საკითხი პრინციპულად მნიშვნელოვანია მშენებლობის დროს. მიწისქვეშა  წყლების გათვალისწინებით დაგეგმილია  საწვიმარი და წყალარინების სისტემები და  გამაგრებულია გრუნტი. გარანტირებულია საძირკვლის სიმყარე და, ამდენად,  უზრუნველყოფილია შენობის თბოეფექტიანობა.

აჭარის შავი ზღვის სანაპირო სეისმური ზონაა და ზუსტად ამიტომ  European Village-ის ყველა ვილა ისეა დაპროექტებული, რომ  კონსტრუქტივის რკინაბეტონის  ნაწილი  1,5-2- ჯერ მეტად აღემატება აუცილებელ ნორმატივს, რაც ახანგრძლივებს კონსტრუქტივის ექსპლუატაციას და უზრუნველყოფს მის სეისმურ სიმყარეს. მზიდი რკინაბეტონის კონსტრუქციების პროექტირება და მშენებლობა აუცილებლად ითვალისწინებს სეისმური აქტივობის რისკებს.  როგორც სავალდებულო კომპონენტი – პენეტრონი – გამოიყენება არა მხოლოდ საძირკვლის ბეტონში, არამედ  სახლის სრულ კონსტრუქციაში. ეს წყალგაუმტარებლობის კლასს ზრდის w20-მდე, რაც შეესაბამება ბეტონის მარკას – M600, რაც, თავის მხრივ, რკინაბეტონის  ექსპლუატაციის ვადას ზრდის 200-წლამდე და იცავს სახლს ნესტისაგან, სოკოსგან და მსგავსი საფრთხეებისაგან.

დიდი მნიშვნელობა აქვს სამშენებლო ბლოკებს, რომლებისგანაც შენდება სახლის კედლები. კომპანია „European Village“  აშენებს კედლებს ორმაგი კერამობლოკის გამოყენებით, რომელიც ესპანური ტექნოლოგიით მზადდება საქართველოში (მშენებლების დიდი ნაწილი იყენებს ცემენტის და პემზის ბლოკებს). კომპანია European Village-ი  აშენებს  სახლებს, რომლების კედლების სისქე არის 40 სმ, ამით მაღლდება მათი სიმკვრივე  -სუბტროპიკული აჭარისათვის კი ესაა უმაღლესი ხარისხის მაჩვენებელი. ასეთი სახლი 150-200 წლის განმავლობაში მოემსახურება მცხოვრებლების რამდენიმე თაობას.

დიდი მნიშვნელობა აქვს ეკოლოგიურ და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებას. ფასადის თბოიზოლაციაში იყენებენ არააალებად EPS-სა  და XPS-ს, შემდგომ ილესება წყალგაუმტარი ორფენოვანი ფითხით და საბოლოო სახეს იღებს ფირმა Terraco-ს სილიკონნარევი საღებავით. პრიორიტეტული საკითხი კომპანიის საქმიანობისა გახლავთ  სახლების ჰიდროიზოლაცია. მაღალი ნესტიანობის პირობებში მას ენიჭება გადამწყვეტი როლი, რათა სახლი მაქსიმალურად დაცული იქნას ნესტისაგან. კონკრეტული ადგილების – სახურავის, ფანჯრების, ტერასის – ჰიდროიზოლაცია სრულდება შვედური ბრენდის „Terraco“- ს კომბინირებული პრეპარატების გამოყენებით.

გერმანულ ბრენდ Rehau-ს ორმაგი მინაპაკეტი უზრუნველყოფს სითბოს დანაკარგის შემცირებას და მაქსიმალურ დაცვას ხმაურისგან. ევროპული ხარისხის პროფილი უფრო ეფექტიანად ასრულებს თავის ფუნქციებს, ვიდრე საქართველოში მიღებული შედარებით იაფი თურქული ანალოგი. European Village-ი  არ აკეთებს მასალებზე ეკონომიას, იყენებს ესპანურ კერამოგრანიტს, ნატურალურ ხეს, მაღალი ხარისხის მარმარილოს და მსგავსი ტიპის მარალხარისხიან მასალებს.

როცა ყიდულობ უძრავ ქონებას ზღვისპირას, უნდა გაითვალისწინო მისი საინვესტიციო პოტენციალი. რაც უფრო მეტია სახლის ექსპლუატაციის ხანა, მით უფრო რენტაბელურია და უკეთ იყიდება. შესაბამისად, სახლები, რომლებიც შენდება 200-წლოვანი გარანტიით, უფრო მოგებიანია, ვიდრე 30-50-წლიანები. ასეთ სახლებს არ სჭირდება კაპიტალური რემონტი – აი, ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი ხარისხიანი მშენებლობების  სასარგებლოდ. ამასთანავე, საინვესტიციო პოტენციალის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია  უძრავი ქონების ლოკაცია. ნაკვეთი ზღვასთან გახლავთ იშვიათი რესურსი, რომლის ფასიც მუდმივად მზარდია, შესაბამისად, მისი კაპიტალიზაციაც.

ზუსტად ასეთი მრავალმხრივი, კომპლექსური, პროფესიონალური მიდგომა უზრუნველყოფს ქართული უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას. კონკურენტუნარიანობა ასტიმულირებს ჩვენს ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოსვლას, ეს ფაქტორი იქნება წინაპირობა იმისა, რომ ჩვენმა ბაზარმა გაუსწროს საკურორტო უძრავი ქონების მხრივ ისეთ  პოპულარულ ქვეყნებს, როგორებიცაა: თურქეთი, ბულგარეთი, მონტენეგრო და სხვები, რომლებშიც ასევე არსებობს მშენებლობის ხარისხის პრობლემა.

ქართული ბაზრის ლიდერები ქმნიან მიმართულებას, რომელთა საშუალებით ვითარდება ამ დარგის სხვა კომპანიებიც, მზარდი კონკურენციის პირობებში უკვე ბევრმა დაიწყო კონსტრუქციებში თბო- და ჰიდროიზოლაციების, კერამობლოკის (თუმცა არა ორმაგის, მაგრამ ტენდენცია შესამჩნევია) გამოყენება.

ექსპერტთა აზრით, ეს პროცესი ჯერ კიდევ არ არის მასობრივი და აქტიური, თუმცა ის, რომ სამშენებლო კომპანიები უკვე იყენებენ ცალკეულ ელემენტებს, შეიძლება ჩაითვალოს როგორც დადებითი იმპულსი, რაც ნიშნავს მომავალში ქართული დეველოპერების საერთაშორისო დონის ბაზარზე გასვლას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *