2021 წელს საქართველოში 1.9 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, 2020 წელთან შედარებით 7.7%-ით გაიზარდა. 2020 წელს ქვეყანაში 1.7 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა,  2021 წელს კი 1.9 მილიონი. 2019 წელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა 80%-ით არის შემცირებული.

2021 წელს ტურისტების რაოდენობა, ანუ იმ ვიზიტორების, რომლებიც საქართველოში 24 საათზე მეტხანს გაჩერდნენ, 45%-ით დაიზარდა და 1.6 მილიონი შეადგინა. პანდემიამდე, 2019 წელს საქართველოში 5.1 მილიონი ტურისტი შემოვიდა.

გასულ წელს ყველაზე მეტი (326,494) ვიზიტორი თურქეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზე რუსეთია 212,979  ვიზიტორით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 164,979 ვიზიტორით.

10 ქვეყანა, საიდანაც 2021 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა

ქვეყანა

2020

2021

ცვლილება,%

თურქეთი335,580

326,494

-2.7%

რუსეთი

208,677

212,979

2.1%

სომხეთი

260,965

164,698

-36.9%

უკრაინა

42,414

144,901

241.6%

ისრაელი

25,731

100,686

291.3%

აზერბაიჯანი

295,132

82,718

-72.0%

ყაზახეთი

13,779

66,787

384.7%

საუდის არაბეთი

4,960

63,437

1179.0%

ბელარუსი

14,340

53,698

274.5%

უზბეკეთი

14,410

36,384

152.5%

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

Forbes Georgia

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი