სტატია მომზადებულია გრანთ თორნთონის ბიზნესანალიტიკოსების მიერ
თანამედროვე სამყარო ბიზნესს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. მიუხედავად იმისა, რომ ბუღალტრული აღრიცხვა უკვე ჩამოყალიბებული და სტანდარტიზებული დისციპლინაა – მისი, როგორც ბიზნესებს შორის საკომუნიკაციო ენის, ტრანსფორმაცია აუცილებელია ბიზნესის ახალი მოდელის წარმატებით ფუნქციონირებისთვის. ბიზნესის თანამედროვე მოდელი ჰიბრიდულ სქემას ეფუძნება, რასაც თავის მხრივ ბიძგი თანამედროვე რეალობამ მისცა.
რას გულისხმობს ჰიბრიდული სქემა და რას ემსახურება ის?
ჰიბრიდული სქემა ეფუძნება სამუშაო პროცესში ინსორს და აუთსორს მიმართულებების ეფექტურ თანაარსებობას, ასევე ტექნოლოგიური სიახლეებისა და ტრადიციული სისტემების ერთობლიობას. მისი მიზანი კი ბიზნესისთვის რისკების დაზღვევა და კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაა. ბიზნესის ფუნქციონირების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, კომპანიებს სჭირდებათ სწორედ ის სქემა, რომელიც ბიზნეს პროცესებთან მაქსიმალურად შესაბამისი და ეფექტური იქნება. საბოლოოდ ეს გაზრდის სამიზნე მაჩვენებლების მიღწევის შესაძლებლობებს და განაპირობებს უკეთეს ფინანსურ შედეგებს.
დღეს ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული ამოცანების გადაჭრა, არამედ იმ ღირებულების შექმნა, რომელსაც კომპანიის მთავარი სტრატეგია ითვალისწინებს. გარდა ამისა, თანამედროვე რეალობამ არსებული რესურსების სრული ჩართულობით ბიზნესისგან ხარჯების ოპტიმიზაციის აუცილებლობა შექმნა. ეს თავის მხრივ მიიღწევა პროცესების ავტომატიზაციით, საკომუნიკაციო არხების გაუმჯობესებით, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვითა და მოქნილი საგადასახადო და ფინანსური პოლიტიკით.
არსებულ ვითარებაში, ტრადიციული მიდგომების არაეფექტური ელემენტების გამო, მნიშვნელოვანი ინფორმაცია იკარგება და გადაწყვეტილებების მიღება სრული ცოდნისა და კონტექსტის გააზრების გარეშე ხდება. სტრატეგიული ბიზნეს გადაწყვეტილებების მისაღებად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია სწორი და ფაქტობრივ ინფორმაციასთან შესაბამისი ფინანსური მონაცემების ხელმისაწვდომობა. ამიტომაც, ბიზნესის თანამედროვე, ჰიბრიდული მოდელის ერთ-ერთი მიმართულება მოიაზრებს სწორედ მთავარი ბუღალტრის როლის ტრანსფორმაციას. კერძოდ, მთავარმა ბუღალტერმა უნდა შექმნას ფინანსური ინფორმაციის მენეჯერულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირების სქემა.
აღნიშნულ პროცესში, სქემის გამართულად ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია საგადასახადო და ფინანსური ანალიტიკოსების ჩართულობა, ასევე ტექნოლოგიური მხარდაჭერა, რაც თავის მხრივ მთავარი ბუღალტრის როლის გაძლიერებისთვის არის აუცილებელი. მენეჯერულ გადაწყვეტილებებს წარსულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებენ, როდესაც ეს ინფორმაცია გარკვეულ ხარისხობრივ მაჩვენებლებს აკმაყოფილებს. სწორედ, ამ ხარისხობრივი მახასიათებლების გაუმჯობესება არის ღირებულების შექმნა ბიზნესისთვის – როგორც საიმედოობის საფუძველი.
გრანთ თორნთონის გუნდმა მთავარი ბუღალტრის სერვისის ჰიბრიდულ მოდელზე მუშაობა პროფესიული გამოცდილებისა და ახალი რეალობის მიერ შექმნილი გამოწვევების საფუძველზე დაიწყო. სამუშაო პროცესში გუნდმა ბევრი მნიშვნელოვანი დეტალის აღმოჩენა შეძლო, რომელთა სრულყოფით შესაძლებელია ბიზნესისთვის განვითარების ალტერნატიული გზების მოძიება, სტრატეგიული ბიზნეს კომუნიკაციების გაუმჯობესება და ციფრული კულტურის ჩამოყალიბება.
ამასთან, კვლევიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე შეიმჩნევა, რომ დღეს ბიზნესის ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს პროფესიონალი კადრების მოძიება და შენარჩუნება. ზემოთ მოცემული ახალი მოდელი ითვალისწინებს ამ საკითხსაც და ბიზნესს უქმნის შესაძლებლობას დაზოგოს დროითი და მატერიალური რესურსები პროფესიონალი კადრების შერჩევისას.
გლობალურად რომ შევხედოთ, თანამედროვე ბიზნესის ჰიბრიდული სქემის დანერგვა მნიშვნელოვანია როგორც, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის რომელთაც, განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის სწორ ცირკულაციაში.
თუ გსურთ თქვენი ბიზნესი მართოთ მარტივად, ეფექტურად და უსაფრთხოდ, ჩვენ ვიცით როგორ მოვარგოთ მთავარი ბუღალტრის სერვისის ჰიბრიდული მოდელი თქვენს საჭიროებებს.
დატოვე კომენტარი