აშშ-ის არმიიდან დაითხოვენ სამხედროებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე უარს აცხადებენ. ძალოვანი სტრუქტურის მდივნის, კრისტინ ვორმუთის მიერ 2 თებერვალს გამოცემული დირექტივა რეგულარული არმიის ყველა ჯარისკაცს, ასევე იმ რეზერვისტებს შეეხებათ, რომლებიც სრულ განაკვეთზე მსახურობენ.
აღსანიშნავია, რომ 27 იანვრის მონაცემებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აშშ-ის არმიის ჯარისკაცების 97% სრულად ან ნაწილობრივ მაინც იყო აცრილი. ძალოვანი სტრუქტურის ინფორმაციით, გასული წლის ბოლოს არმიაში თითქმის 500,000 სამხედრო მოსამსახურე ირიცხებოდა. ზემოხსენებულ მონაცემებზე დაყრდნობით, დათხოვნის საფრთხე დაახლოებით 15,000 ჯარისკაცს ემუქრება. აღსანიშნავია, რომ ისინი კომპენსაციას ვერ მიიღებენ.
„არმიის მობილიზება დამოკიდებულია ჯარისკაცებზე, რომლებიც მზად არიან წვრთნებისთვის, ბაზირებისთვის, ბრძოლისთვის და ომის მოსაგებად. არავაქცინირებული სამხედროები რისკის ქვეშ აყენებენ შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნას“, – განაცხადა აშშ-ის არმიის მდივანმა, კრისტინ ვორმუთმა.
დატოვე კომენტარი