გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ტექნოლოგიების კომპანია Bitfury Group-ი თანმშრომლობას გეგმავენ. მათი თანამშრომლობის მიზანია შეავსონ და განაახლონ ტყის საფარი ყაზახეთში. ამის შესახებ UNDP-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის ფარგლებში (BIOFIN), გაეროს განვითარების პროგრამა და ტექნოლოგიების კომპანია Bitfury Group-ი გაერთიანებული ძალებით იმუშავებენ ტყის საფარის გაზრდაზე, ასევე ეცდებიან საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას კლიმატის ცვლილების შესახებ.
ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივა ეხმარება მსოფლიოს ქვეყნებს შეაფასონ ბიომრავალფეროვნების ხარჯვის დონე, თუ რამდენი დაფინანსებაა საჭირო მათი მიზნების მისაღწევად და აძლევენ რჩევებს, თუ როგორ უნდა მოახდინონ ახალი დაფინანსების მობილიზება.
”იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა კერძო სექტორთან დაეხმარება ყაზახეთს შეამციროს ნახშირბადის დონე ქვეყანაში,”- განაცხადა იაკუპ ბერისმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა ყაზახეთში.
”ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს გაეროს პროგრამის მდგრადი განვითარების კუთხით. კომპანია მზად არის მონაწილეობა მიიღოს გამონაბოლქვის განეიტრალებაში მწვანე საფარის გაზრდით“, – აღნიშნა ვალერი ვავილოვმა, Bitfury-ის თანადამფუძნებელმა.
უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად ყაზახეთში 29 მილიონი ჰექტარი ტყეა, მაგრამ ტყის დიდი ნაწილი საფრთხეშია ხანძრებისა და უკანონო მიწათსარგებლობის შედეგად.
დატოვე კომენტარი