მართალია, პანდემიამ ბევრი სფერო დააზარალა, მაგრამ საზღვაო მოგზაურობაზე დადებითად იმოქმედა. არასასურველი კონტაქტებისგან თავის ასარიდებლად და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად წყალზე დასვენება შესანიშნავი საშუალებაა. ვიტალი არხანგელსკი, PhD, ScanMarine TM-ის დირექტორი (Cofrance SARL – ნიცა, საფრანგეთი) მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ ქირაობენ და ყიდულობენ იახტებს საქართველოში.
ბატონო არხანგელსკი, გაიზარდა თუ არა მოთხოვნა იახტით მოგზაურობაზე საქართველოში?
პანდემიამ თავისი როლი ითამაშა და იახტების გაქირავებაზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში გაიზარდა. გამონაკლისი არც საქართველოა. გვყავს მომხმარებლები თბილისიდან, ბათუმიდან, რუსთავიდან და ქუთაისიდან. ფაქტია, რომ სადმე წასასვლელად ასეთი დასვენება ხშირად ერთადერთი ვარიანტია. იახტა პატარა სახლია წყალზე, რომელიც სურვილის შემთხვევაში მთლიანად გამორიცხავს კონტაქტს გარე სამყაროსთან. ზღვაში ვერ დაინფიცირდებით, ჯანმრთელობის გაუმჯობესება და ენერგიით დამუხტვა კი მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი. ამიტომ საზღვაო მგზავრობა ბევრ ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვების პერიოდშიც კი დაშვებული იყო.
იმოქმედა თუ არა პანდემიამ იახტების გაყიდვების რაოდენობაზე?
მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ბაზარი გამოცოცხლდა. პანდემიის დასაწყისში, კაპიტალის შესანარჩუნებლად, მდიდარი ადამიანები მიდრეკილი იყვნენ ინვესტიციების დაბანდებისკენ ფუფუნების საგნებში და იახტები ერთ-ერთი მათგანია. შემდეგ კი გაირკვა, რომ საზღვაო მოგზაურობა მოდური გახდა. ასე რომ, გაყიდვები არ შეჩერებულა და ადამიანებმა საზღვაო ხომალდების ყიდვა და მათი გაქირავების გზით ფულის გამომუშავების საშუალებად განხილვა დაიწყეს. ჩვენი კომპანიის, ScanMarine ™-ის (Cofrance SARL – ნიცა, საფრანგეთი) მეშვეობით შეგიძლიათ გააკეთოთ შემდეგი: იყიდოთ ნავი, დააზღვიოთ იგი, დაარეგისტრიროთ ხელსაყრელი დროშით, განსაზღვროთ ნავსაყუდელის ადგილი, დაიქირაოთ ეკიპაჟი, დარეგისტრირდეთ ჩვენთან კომერციული მენეჯმენტისთვის, გააქირავოთ ის. ასევე ადვილია ნავის დაქირავებაც. ასეთი გარიგებები შეიძლება შესრულდეს დისტანციურად, მაგალითად, იახტის ყიდვა საფრანგეთში ან მონაკოში, საქართველოდან გაუსვლელად. სხვა ქვეყანაში იჯარის გაფორმება მარტივია. ეს კეთდება ონლაინ, რამდენიმე წუთში.
რა მოხდება, თუ ქვეყანაში წვდომა აკრძალულია?
ჩვენი კლიენტები მდიდარი ადამიანები არიან, რომლებიც კერძო ავიაციის სერვისებით სარგებლობენ. VIP-ფრენებისთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს და ჩვენი ერთ-ერთი განყოფილება – Jet.Paris – AVIAV TM (Cofrance SARL) – ადვილად მოაწყობს ინდივიდუალურ ფრენას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ჩვენი ძვირფასი მომხმარებლებისთვის საქართველოდან აქტუალურია ფრანგული და იტალიური რივიერის კურორტები, მონაკო თუ სხვა ევროპული მიმართულებები. ჩვენ ვთავაზობთ საკუთარ HondaJets-ს ან ჩვენი პარტნიორების თვითმფრინავებს ნიცაში, კანში და სენ-ტროპეში ფრენებისთვის და ასეთი მარშრუტების ნებართვის მისაღებად პრობლემები არ იქმნება (ამაზე დეტალურად დავწერეთ Forbes-ის გვერდებზე). სწორედ ამიტომ, ჩვენს მომხმარებლებს საქართველოდან შეუძლიათ დაისვენონ არა მხოლოდ ბათუმში ან ქობულეთში. მათ აქვთ წვდომა მთელ ევროპაში და, სურვილის შემთხვევაში, ოკეანის გადაღმაც. აღსანიშნავია, რომ ჩვენი აპლიკაციის საშუალებით მათ თავიანთი სმარტფონებიდან შეუძლიათ ფრენის შეკვეთა.
როგორ ისვენებენ იახტებზე საქართველოდან ჩამოსული კლიენტები?
ეს ძალიან სახალისოა. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს უფლება, დეტალები გავამჟღავნოთ, მაგრამ ზოგადად, ეროვნული ტრადიციები ზღვაზეც დაცულია. ეს არის წვეულებები, საუკეთესო ღვინოები და გრძელი სადღეგრძელოები, ცეკვა გათენებამდე, ოჯახისა და მეგობრების თბილი კომპანია. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, უზრუნველვყოთ იახტა დიდი რაოდენობით მოგზაურთათვის. იახტებს ხშირად იყენებენ დღესასწაულებისთვის და ScanMarine TM-ს არაერთხელ ჰქონია ქორწილებში, იუბილეებსა და ბიზნესწვეულებებზე ბანკეტების გამართვის გამოცდილება. რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებულია კლიენტების არჩევანზე. თუ მათ ბუნებასთან სიწყნარესა და ჰარმონიაში ყოფნა, ან უძველესი ქალაქების მონახულება სურთ, ჩვენ ასეთ კრუიზებსაც ვაწყობთ. იახტაზე ყოველთვის პოპულარულია თევზაობა, დაივინგი, საზღვაო სპორტი და სხვა აქტივობები. დიდი მოთხოვნაა ბავშვთა გართობაზე. ჩვენ ნებისმიერი პროგრამის შემოთავაზება შეგვიძლია. თქვენი სურვილები უბრალოდ მენეჯერთან უნდა შეათანხმოთ.
ნიშნავს თუ არა, რომ თქვენ ხართ პასუხისმგებელი არა მხოლოდ იახტის დაქირავებაზე?
ესეც მგზავრების სურვილებზეა დამოკიდებული. ადამიანებს, რომლებიც იახტას ეკიპაჟთან ერთად ჯავშნიან, როგორც წესი, ურჩევნიათ მოგზაურობა სრული მომსახურებით, რასაც ScanMarine TM სიამოვნებით აკეთებს. ჩვენ ვამზადებთ ვიზებს, ვთავაზობთ კერძო თვითმფრინავს და ზოგჯერ ვერტმფრენს შიდა გადაადგილებისთვისა და ექსკურსიებისთვის, ვთავაზობთ გართობას ბორტზე, კვებასა და ბევრ სხვა ნიუანსს. პანდემიამ ტურისტებისთვის ახალი ჰორიზონტები გახსნა და დარწმუნებულები ვართ, რომ მალე იახტით მოგზაურობა დასვენების ძალიან პოპულარულ სახეობად იქცევა, მათ შორის – საქართველოდან ჩამოსული კლიენტებისთვის, ხოლო ფრანგული რივიერა და მონაკო ტრადიციულად განთქმულია იახტებითა და გლამურული ტრადიციებით. კანის, სენ-ტროპეს, ლერინის კუნძულებისა და კალანკების მომხიბლავი პორტები კი მდიდარ კლიენტებს უხმობენ, რათა მათ წლების განმავლობაში შეინარჩუნონ თავიანთი სიყვარული ამ ზღაპრული ადგილების მიმართ და გადასცენ ის თავიანთ შვილებსა და მეგობრებს.
ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენს ვიზიტს და გპირდებით, რომ ფრანგული სტუმართმოყვარეობის ტრადიციები იმედს არ გაგიცრუებთ!
დატოვე კომენტარი