რუსეთის მთავრობამ და ცენტრალურმა ბანკმა კრიპტოვალუტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს

რუსეთის მთავრობამ და ცენტრალურმა ბანკმა კრიპტოვალუტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის  მთავრობამ და ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა კრიპტოვალუტის რეგულირების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. გასულ თვეს რუსეთის ბანკი, ფინანსური არასტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის სუვერენიტეტის მიზეზით, ბიტკოინის მაინინგისა და სხვა სახის კრიპტოოპერაციების აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა.

ამჟამად, რუსეთის მთავრობა ცენტრალურ ბანკთან ერთად კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც კრიპტოს არა ციფრულ ფინანსურ აქტივად, არამედ „ვალუტის ანალოგად“ განიხილავს. არსებული ინფორმაციით, კანონპროექტი 18 თებერვლიდან შევა ძალაში.

საინფორმაციო გამოცემა Kommersant-ის ცნობით, კრიპტოს ვალუტად გამოყენება, „ციფრული ვალუტის გაცვლითი ორგანიზატორების“, შესაბამისად, ბანკის ან ლიცენზირებული შუამავლის მეშვეობით, პირადობის მოწმობების შემოწმებასაც გულისხმობს. თითქმის 7.000 ევროს ღირებულების ოპერაციების გასაჯაროება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ის კრიმინალურ დანაშაულად აღიქმება. კონცეფციის განხორციელება უზრუნველყოფს აუცილებელი მარეგულირებელი ბაზის შექმნას და ლეგალური ბიზნესსაქმიანობისთვის ახალ შესაძლებლობებსაც ქმნის.

იანვარში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, მთავრობისა და ცენტრალური ბანკისგან, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა მოითხოვა. პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად გარკვეული რისკებისა, კრიპტომაინინგში უპირატესობებსაც ხედავს და სფეროში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას გეგმავს.

კემბრიჯის ბიტკოინის ელექტროენერგიის მოხმარების ინდექსის მიხედვით, რუსეთი თავისი იაფი ელექტროენერგიით, კრიპტომაინინგში მსოფლიოს სიდიდით მესამე ქვეყანაა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *