მსოფლიოს TOP-10 პოპულარული სასტუმროს ლუქსები

მსოფლიოს TOP-10 პოპულარული სასტუმროს ლუქსები

დღეს სასტუმროს ნომერი TOP-10 ლუქსების ჩამონათვალში რომ მოხვდეს, მხოლოდ კომფორტული საწოლი და მარმარილოს აბაზანა საკმარისი არ არის. ადრე ეს თუ ფუფუნების ნიშნად ითველობდა, დღეს მოთხოვნა სხვა ტიპის სერვისებზეა, რისი გათვალისწინებაც თანამედროვე სასტუმროებს უწევთ. ისინი ცდილობენ შესთავაზონ ორიგინალური სერვისები, რაც მათ სხვა სასტუმროებისგან გამოარჩევთ, მაგალითად როგორიც არის ღვინის სარდაფები, პირადი საუნები და კინოთეატრები.

Forbes-ი და Forbes Travel Guide-ი თავად ეწვიენ სასტუმრეობს, რომლებსაც განსაცვიფრებელი ლუქსები აქვთ. მსოფლიოს პოპულარული სასტუმროს ლუქსების TOP-10 ასე გამოიყურება:

The Muraka-ს ლუქსი, რომელიც მალდივების კუნძულზეა განთავსებული, სტუმრებს სთავაზობს უსასრულო აუზს, ფიტნეს დარბაზს და აბაზანას ოკეანის ხედით. ვიზიტორების გაოცებას იწვევს საძინებილი ოთახი, რომელიც ოკეანის  სიღრმეშია განთავსებული. სტუმრებს შეუძლიათ დატკბნენ წყალქვეშა ხედებით.

ასევე დიდი პოპულარულობით სარგებლობს Manhattan Sky Suite, რომელიც 59-ე სართულზეა განთავსებული, საიდანაც საუცხოო ხედები იშლება ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკზე. ამ ლუქსს გააჩნია 3 აბაზანა, სრულყოფილი სამზარეულო ყველანირი ტექნიკით აღჭურვილი და მისაღები ოთახი ბუხრით.

მდიდრულად მორთული სასტუმროები რომ დამახასიათებელია არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის, სიახლეს არავისთის წარმოადგენს. ოქროთი მოპირკეთებული ონკანებით და ბროლის ჭაღებით ვერავის გააოცებთ. Abu Dhabi Suite-ს გამოარჩევს ხელით ნაქსოვი ქაშმირის ხალიჩები, თანამედროვე სპა და სახლის კინოთეატრი განკუთვნილი ხუთი ადამინსთვის.

გამორჩეულთა შორის არის პრეზიდენტის აპარტამენტი შანხაის სასტუმრო Mandarin Oriental Pudong-ში. თუ თქვენ თანამედროვე დიზაინის გულშემატკივარი ხართ, გულგრილს არ დაგტოვებთ. ლუქსში არის დიდი სივრცე, აღჭურვილი მინიმალისტური ავეჯით. ნომერს გააჩნია საკუთარი ბაღი, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება კოსმოპოლიტურ ქალაქზე.

The Royal Residence – Atlantis by Giardino დამსახურებულად ამაყობს 360 გრადუსიანი ტერასით, 18 ადამინზე გათვლილი სასადილო ოთახით, რვა საძინებელი საკუთარი სველი წერტილით და ლაუნჯით.

Seven South –The Ritz-Carlton, Grand Cayman იკვეხნის იმით, რომ მისი შიდა და გარე სივრცე თითქმის 20,000 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული. ლუქსს აქვს ცხრა საძინებლი, კინოთეატრი, მისაღები ოთახი, სასადილო ოთახი, სამზარეულო და ტერასა, რომელიც გადაჰყურებს Seven Mile Beach-ს.

გამორჩეულთა შორის მოხვდა ლუქსი, რომელიც განთავსებულია Four Seasons Resort The Biltmore Santa Barbara-ში. ნომერს აქვს ჩასასვლელი, რომელიც ოკეანეთის სანაპიროსთან დაგაკავშირებთ. ნომერს გააჩნია საკუთარი აუზი, გარე შხაპი და ულამაზესი გამწვანებული ტერასები, საიდანაც შთამბეჭდავი ხედი იშლება ოკეანეზე.

Hotel President Wilson, A Luxury Collection Hotel-ის ლუქსი ერთ-ერთი უდიდესი ლუქსია ევროპაში. ნომერს აქვს 12 საძინებელი ოთახი და იგი იკავებს 18 000 კვადრატულ მეტრს. ლუქსი განთავსებულია მე-8 სართულზე. სტუმრის განკარგულებაში არის ძვირფასი როიალი, LCD-ი ტელევიზორი, ნომერს აქვს საკუთარი ლიფტი და ტელესკოპით აღჟურვილი ტერასა.

სამეფო ლუქსი, რომელიც განთავსებულია Burj Al Arab Jumeirah-ში გამოირჩევა დიდი სივრცით. სამეფო ლუქს აქვს ორი საძინებელი, მარმარილოს შიდა კიბე, საკუთარი ლიფტი და კინოთეატრი. სასტუმროს ნომერში დაგხვდებათ ჰერმესის აქსესუარები, ხოლო საძინებელში ეგვიპტური კოტონის თეთრეული.

Prince de Galles, A Luxury Collection Hotel-ის ლუქსიც ლამაზი და კომფორტული დიზაინით გამოირჩევა. ცნობილი დიზაინერის პატრიკ ჰელმანის თვალსაზრისით, შავი, ოქროსფერი და თეთრ ფერთა პალიტრა გემოვნებით ერწყმის ერთმანეთს. სააბაზანოს ფანჯრებიდან კი შეგიძლიათ დატკბეთ ეიფელის კოშკის ხედებით.

წყარო: Forbes

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *