Acer-ის რევოლუციური „მწვანე“ სიახლეები

Acer-ის რევოლუციური „მწვანე“ სიახლეები

ციფრული რევოლუციის ეპოქაში Acer-ი ტრადიციას არ ღალატობს და იმაზე სწრაფად გვთავაზობს შთამბეჭდავ სიახლეებს, ვიდრე ველოდებით. შეიძლება ვიფიქროთ, ამაზე მეტად როგორღა შეიძლება ამ ტექნოლოგიურმა კომპანიამ გაგვაოცოს, თუმცა მომხმარებლების გაკვირვებას ის ყოველ ჯერზე ახერხებს. ტაივანურმა კომპანიამ, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ჯერ კიდევ 45 წლის წინ გამოჩნდა, საზოგადოებას ბოლო სიახლეები ახლახან გააცნო. მთავარი ხაზი, რაც მის სიახლეებს გაჰყვება, არის ის, რომ კომპანია, ერთი მხრივ, ისეთ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს გვთავაზობს, რაც სწავლას და მუშაობას უფრო კომფორტულს ხდის, გართობას კი უფრო სახალისოს, მეორე მხრივ კი მისი ყველა ტექნოლოგიური გადაწყვეტა გარემოსთვის უფრო მეტად ეკომეგობრული და ნაკლებად საზიანოა.

დავიწყოთ  „მწვანე“ სიახლეებით. ამ კუთხით აღსანიშნავია პერსონალური კომპიუტერების, Vero-ს ხაზი. მათ შორის Acer Aspire Vero, რომელიც ყოველდღიური მოხმარებისთვის შეიქმნა და Acer TravelMate Vero, რომელიც უფრო მეტად კომერციული მიზნებისთვის გამოიყენება. მნიშვნელოვანია, რომ Acer Aspire Vero გარდა იმისა, რომ ძალიან მოდური და ელეგანტურია, ასევე ყველაზე ნათლად აჩვენებს Acer-ის მწვანე და მდგრად გადაწყვეტილებებს –  ის ნაწილობრივ შექმნილია გადამუშავებული პლასტმასისგან. „მწვანე“ კომპიუტერი აღჭურვილია მე-11 თაობის პროცესორით. იმავეს თქმა შეიძლება Acer TravelMate Vero-ზეც, რომელიც ძირითადად კომპანიებისთვისაა განკუთვნილი, ვინაიდან ის მათ შესაძლებლობას აძლევს, ლეპტოპის ჩატვირთვისას მათი ლოგო გამოჩნდეს ეკრანზე, რაც ბიზნესის ბრენდირების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. Acer-ის მწვანე სიახლეებს შორის აღსანიშნავია ასევე Acer Veriton Vero Mini – „მწვანე“ დესკტოპი და Acer Vero BR277 – „მწვანე“ მონიტორი, რომლებიც ნაწილობრივ გადამუშავებული პლასტმასისგან არის შექმნილი.

Acer-ის ეკომეგობრული და მდგრადი ნაბიჯების კულმინაციას კი Earthion-ის პლატფორმა წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც 2020 წლის მიზნობრივი მაჩვენებელი იქნა მიღწეული, რამაც მსოფლიო მასშტაბით ემისიების შემცირებას შეუწყო ხელი. გარდა ამისა, Acer-ი მუშაობს იმაზეც, რომ 2035 წლისთვის მის მიერ წარმოებისას მოხმარებული ენერგიის 100% განახლებადი ენერგია იყოს.

ამას გარდა, კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ Acer-მა ანტიმიკრობული პროდუქტების პორტფოლიო კიდევ უფრო გააფართოვა. ამ სახის ტექნოლოგია მან არაერთ პროდუქციას დაამატა, მათ შორის როგორც საოფისე TravelMate ლეპტოპებს, ასევე Enduro Urban მოწყობილობას, რომელიც იმ ადამიანებისთვისაა შექმნილი, რომელთაც  ღიაცისქვეშა აქტივობები უყვართ. გარდა ამისა, ანტიმიკრობული ტექნოლოგია დაემატა Acer-ის აქსესუარებს, მათ შორის Chromebook-ის კლავიატურისა და ე.წ. თაგვის  მოწყობილობებს.

ეს გადაწყვეტილებები კომპანიის ერთგვარი პასუხია მსოფლიოში შექმნილ ვითარებაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ კიდევ პანდემიის პირობებში გვიწევს ცხოვრება, როდესაც ჰიგიენის დაცვა უმნიშვნელოვანესია და თან უფრო მეტ დროს ვატარებთ ტექნიკასთან, ვიდრე პანდემიამდე, Acer-მა გადაწყვიტა, მომხმარებლებისთვის ცხოვრება გაემარტივებინა. კომპანიის ანტიმიკრობული ტექნოლოგია გულისხმობს იმას, რომ Acer-ის პროდუქცია იმაზე უფრო დიდხანს ინარჩუნებს სისუფთავეს, ვიდრე ჩვეულებრივი ტექნიკა. შესაბამისად, მოხმარებისას ხშირად არ მოგვიწევს სამსახურებსა და თუ სახლებში ლეპტოპების, ე.წ. თაგვის, ეკრანის, კლავიატურის სპეციალური ხსნარით დამუშავება.

ACER-ის მიერ აღნიშნული ტექნოლოგიით აღჭურვილ ახალ პროდუქტებზე უფრო მეტის მოყოლა აჯობებს. დავიწყოთ Acer TravelMate Spin P4-ით, რომელსაც ე.წ. ბიზნესლეპტოპი შეიძლება ვუწოდოთ. ის იკეცება 360 გრადუსით, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი როგორც ტაბლეტის, ასევე ლეპტოპის ფორმატში გამოყენებაა შესაძლებელი. ასევე მისი ზედაპირი დაფარულია ვერცხლის იონის ანტიმიკრობული ნივთიერებით. ვერცხლის იონი მიკრობებზე მაღალი რეაქციის უნარით გამოირჩევა, რაც საშუალებას იძლევა, რომ ტექნიკის ზედაპირზე მიკრობების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდეს. თავად Acer TravelMate Spin P4 კი აღჭურვილია მე-11 თაობის i7 vPro პროცესორით და 1ტბ მეხსიერებით, რაც უფრო მეტი პროგრამისა და ვებგვერდის ერთდროულად გახსნის საშუალებას იძლევა.  კიდევ ერთი ლეპტოპი, რომელიც ანტიმიკრობული ტექნოლოგიითაა აღჭურვილი, Acer Enduro Urban N3-ია, რომელიც Acer-მა მოგზაურებისთვის შექმნა. მხოლოდ 1.85 კგ წონის და 21.95 მმ სისქის მოწყობილობა წყალგამძლე და მტვერგამძლეა. მისი ტარება და გამოყენება მომხმარებელს ნებისმიერ ამინდსა და კლიმატურ პირობებში შეუძლია. მის მახასიათებლებს რაც შეეხება, გარდა იმისა, რომ ესეც მე-11 თაობის i7 ბირთვის პროცესორითაა აღჭურვილი, აღსანიშნავია, რომ მისი ელემენტი 13 საათს ძლებს.

Acer-ს სიახლეებიდან  ორიოდე სიტყვა კიდევ ერთ მოწყობილობაზეც უნდა ვთქვათ -ეს არის Acer Enduro Urban T3-ის ტაბლეტი. ის სპეციალურად იმ ოჯახებისთვის შეიქმნა, რომელთაც უყვართ სიახლეების აღმოჩენა, სწავლა, შემეცნება და კემპინგი. ესეც წყალგამძლეა, ასევე მტვერგამძლე და ანტიმიკრობული ტექნოლოგიით აღჭურვილი, რომ აღარაფერი ვთქვათ მის კომპაქტურობაზე. ის სულ რაღაც 595 გრამს იწონის და 9.92 მმ სისქისაა.

რაც შეეხება სხვა მოწყობილობებს, აღსანიშნავია ასევე Acer-ის ანტიმიკრობული მონიტორი VE246Q, რომელიც, გარდა იმისა, რომ ეკომეგობრულია, ასევე თვალებისთვის ნაკლებად საზიანოა. მონიტორი დამზადებულია გადამუშავებული პლასტიკით. უნდა აღინიშნოს Chromebook-ის ანტიმიკრობული აქსესუარებიც – კლავიატურა და თაგვი, რომლებიც ენერგოეფექტიანობით გამოირჩევა.

კიდევ ერთი საინტერესო სიახლე, რაც 13 ოქტომბრის პრეზენტაციისას ვიხილეთ, იყო ეკომეგობრული დამცავი ქურთუკი, რომელიც Acer-მა თავისი მომხმარებლებისთვის შექმნა. ის ჰაერწვეთოვანი მიკრობების პრევენციას უზრუნველყოფს, გარდა ამისა ქურთუკს აქვს ყავის მარცვლების ექსტრაქტისგან დამზადებული ჯიბეები სმარტფონებისა და პასპორტის ჩასადებად.

დავიწყოთ ConceptD 7 SpatialLabs Edition-ის ლეპტოპით, რომელიც იდეალური ვარიანტია დეველოპერებისა და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც 3D მოდელირებით არიან დაინტერესებული. გარდა ამისა, ახლახან გამართულ გლობალურ პრესკონფერენციაზე კომპანიამ ConceptD 3 Ezel-ის და ConceptD 3-ის გაუმჯობესებული ვარიანტებიც წარადგინა. „Acer-ი ადამიანებსა და ტექნოლოგიებს შორის ბარიერების დამსხვრევას უძღვნის თავს. SpatialLabs-ი არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორ ვცდილობთ, ადამიანებს მიზნის მიღწევის გზამკვლევი შევთავაზოთ“, – აცხადებს კომპანიის ერთ-ერთი მთავარი საოპერაციო ოფიცერი, ჯერი კაო.

აღსანიშნავია, რომ ConceptD 7-ის ლეპტოპები ინოვაციური ძლიერი პროცესორებით აღიჭურვა, რომლებიც უფრო მაღალი გარჩევადობით და ფერების ტექნოლოგიით გამოირჩევა. ის ასევე უზრუნველყოფილია კამერებით, რომლებიც მომხმარებლის თვალების მოძრაობას აფიქსირებს და გამოსახულებას სტერეოსკოპულ 3D-ში აჩვენებს. კერძოდ, ეს ტექნოლოგია პროცესის სინქრონიზაციის საშუალებას იძლევა. მაგალითად, თუ მომხმარებელი აბრუნებს თავს, სტერეოსკოპული სამგანზომილებიანი გამოსახულება ისე იცვლება, რომ მომხმარებელი სხვადასხვა მხარეს ხედავდეს.

გარდა ამისა, ის აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით, რომლის დახმარებითაც მომხმარებელს 3D სათვალის გარეშეც შეუძლია აღიქვას გამოსახულება, რაც ნამდვილად Acer-ის ახალი სიტყვაა.

ზოგადად, SpatialLabs-ის ტექნოლოგია დიზაინერებს აძლევს შესაძლებლობას, დაინახონ და აღიქვან ობიექტები ისე, როგორც ეს რეალურ სივრცეშია. ასევე ის 3D მოდელიდან სტერეოსკოპულ 3D-ზე კონვერტაციის შესაძლებლობას უფრო მარტივად და კომფორტულად იძლევა.

სიახლეებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ისიც, რომ Acer-მა Predator-ის სათამაშო ხაზის პორტფოლიოც გააფართოვა, წარმოადგინა ახალი Predator Orion 7000 სერიის დესკტოპები, გამორჩეული დიზაინითა და 4K სათამაშო პროექტორებით. „ძალიან მიხარია, რომ კომპანიებს შორის ერთ-ერთი პირველი ვართ, რომელმაც ამ ტიპის მომხმარებელს მომდევნო თაობის ტექნოლოგია შესთავაზა – ახალი მე-12 თაობის CPU პროცესორი“, – აღნიშნა Acer-ის IT-პროდუქტების მიმართულების ხელმძღვანელმა ჯეფ ლიმ.

ყველა ამ სიახლიდან გამომდინარე, შეიძლება ცალსახად დავასკვნათ, რომ Acer-ი ადამიანების საჭიროებებზე მორგებული ტექნოლოგიური პროდუქტების ისეთი მწარმოებელია, რომელიც არ ივიწყებს ადამიანების საცხოვრებელი ადგილის – დედამიწის საჭიროებებსაც, ფიქრობს წინმსწრებად და არღვევს ბარიერებს ადამიანებსა და ტექნოლოგიებს შორის.

ვნახოთ, შემდეგში რით გაგვაოცებენ!

დატოვე კომენტარი

1 კომენტარი

  1. epic 2 полная версия [url=https://apk-smart.com/igry/logicheskie/291-draw-a-stickman-epic-2-polnaja-versija.html]https://apk-smart.com/igry/logicheskie/291-draw-a-stickman-epic-2-polnaja-versija.html[/url] epic 2 полная версия

    P.S Live ID: K89Io9blWX1UfZWv3ajv
    P.S.S [url=https://griffhunter.com/boards/viewtopic.php?p=282387#p282387]Программы и игры для Андроид телефона[/url] [url=https://jkasiege.net/viewtopic.php?p=206022#p206022]Программы и игры для Андроид телефона[/url] [url=https://www.amlsing.com/thread-98555-1-1.html]Программы и игры для Андроид телефона[/url] 6fd26a3

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *