თითქმის 3 წლის შემდეგ, COVID-19 აღარ წარმოადგენს დღის წესრიგის მთავარ თემას. ამასობაში კი, პრობლემა კვლავ რელევანტური და სიცოცხლისთვის სახიფათო რჩება, განსაკუთრებით რისკ ჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის. ACT Fast. GET TESTED კამპანიის დაწყებით საქართველოში, კომპანია Pfizer-ის მიზანია ხელი შეუწყოს ვისაუბროთ მეტი COVID-19-ზე, დროული ტესტირების მნიშვნელობაზე და შემდგომ უკვე მკურნალობის არჩევანის მიღების საშუალებებზე.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) სტატისტიკის მიხედვით, გლობალური COVID-19 პანდემიის დაწყებიდან, საქართველოში დაფიქსირდა 1.8 მილიონზე მეტი ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა[1]. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დაავადებამ 16 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა1. მიუხედავად ავადობის დინამიკაში არსებული ცვლილებებისა, COVID-19 პანდემია ჯერ კიდევ შორს არის დასასრულისგან. სპეციალისტებს განსაკუთრებით აღელვებთ ის ფაქტი, რომ გრიპს, გაციებას და ახალი კორონავირუსის ინფექციას ერთნაირი სიმპტომები ახასიათებს. სწორედ ამიტომ არის ტესტის ჩატარება აუცილებელი, სიმპტომების გამოვლენის ადრეულ ეტაპზე, რათა სწორად მოხდეს დაავადების დიაგნოსტირება და დროული მკურნალობის დაწყება. უფრო მეტიც, COVID-19 კვლავ წარმოადგენს დიდ საფრთხეს რისკ ჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის, ვისთვისაც სუსტი სიმპტომებიც კი შეიძლება პროგრესირდეს და გადაიზარდოს სერიოზულ დაავადებაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰოსპიტალიზაცია, ინტენსიური მოვლის საჭიროება და პოტენციურად, სიკვდილიც კი[2].
კვლევების თანახმად, ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ ხანში შესული ადამიანები (COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის 81%-ზე მეტი დაფიქსირდა 65 წლის ზემოთ მყოფი ასაკის ადამიანებში[3]) და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, როგორიც არის: რესპირატორული (მაგ: ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD), საშუალო და ძლიერი ბრონქიალური ასთმა, კისტოზური ფიბროზი და სხვა), კარდიოვასკულარული, ცერებროვასკულარული, თირკმლის, ღვიძლის, ჰემატოლოგიური დაავადებები, სიმსივნე, დიაბეტი (1 ან 2 ტიპი), ჭარბწონიანობა (BMI > 30kg/m2) და რომლის დროსაც არის დაქვეითებული იმუნიტეტი (მაგ: გადანერგილი ორგანო, HIV/AIDS და სხვა)3.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია არაგადამდები დაავადებების ფართო გავრცელების მაღალი მაჩვენებლები საქართველოში[1], რაც თავის მხრივ წარმოადგენს COVID-19-ის გავრცელების რისკ ფაქტორებს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO)-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის დაახლოებით 37.7%-ს აქვს მაღალი არტერიული წნევა, ხოლო 33.2% არის ჭარბწონიანი. მეორე პრობლემას წარმოადგენს თამბაქოს მწეველთა მაღალი მაჩვენებელი (31%)4, რაც ასევე უარყოფითად მოქმედებს COVID-19-ით ავადმყოფობის მიმდინარეობაზე.
„ჩვენს ყოველდღიურობაში, მუდმივად ვხვდებით რისკ ჯგუფის წარმომადგენლებს, ვისთვისაც COVID-19-ით გამოწვეული შედეგები შეიძლება აღმოჩნდეს ფატალური. ესენი არ არიან მხოლოდ ჩვენი ბებიები და ბაბუები, არამედ ქრონიკულად დაავადებულ ადამიანთა უზარმაზარი რიცხვი, მათ შორის კარდიოვასკულარული დაავადების მქონე ადამიანები, როგორიც არის მაღალი არტერიული წნევის მქონე პირები, რაც განსაკუთრებით ხშირია ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ჩავიტაროთ კორონავირუსის ინფექციაზე ტესტი დაავადების სიმპტომების გამოვლენის პირველივე ნიშნებზე, დროულად გავიაროთ ექიმის კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში, ჩავიტაროთ მკურნალობა, რაც სწრაფად შეაჩერებს აღნიშნულ სიმპტომებს“ – შეგვახსენებს ნინო ასათიანი, პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშემწყობთა ასოციაციის პრეზიდენტი საქართველოში.
დეკემბერში დაიწყო ACT Fast. GET TESTED კამპანია საქართველოში, რომლის მიზანია შეახსენოს ადამიანებს ახალი კორონავირუსის ინფექციის სიმძიმეზე, პირველივე სიმპტომების არსებობის შემთხვევაში სწრაფი რეაგირების საჭიროებაზე და ემსახურება COVID-19-ის მკურნალობის მეთოდების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, განსაკუთრებით რისკ ჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის. 3 თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება ტრადიციული მედია და სოციალური მედია აქტივობები, სადაც ჩართულნი იქნებიან ჯანდაცვის სისტემაში მოღვაწე წამყვანი პროფესიონალები.
„რადგან COVID-19 ყველა ადამიანზე განსხვავებულად მოქმედებს, მაღალი რისკის ჯგუფში ყოფნა ნიშნავს, რომ უმნიშვნელო სიმპტომებიც კი შეიძლება პროგრესირდეს და გახდეს ძლიერი დაავადების წინაპირობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰოსპიტალიზაცია და პოტენციურად, სიკვდილიც კი. რისკის სტატუსის ცოდნა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია შემდგომ უკვე, როგორც საკუთარი თავის, ასევე ახლობლების დასაცავად ვერაგი COVID-19-სგან. თუ თქვენ იცით, რომ რისკ ჯგუფში ხართ და ფიქრობთ, რომ გაქვთ COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, დაუყოვნებლივ გაიკეთეთ ტესტი და გაესაუბრეთ თქვენს ექიმს მკურნალობის შესაძლო მეთოდებზე. სწრაფი მოქმედება ასეთ დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან თერაპია უნდა დაიწყოს ინფიცირების პირველივე დღეებიდან“ – ამბობს ზარინა კოჟახმეტოვა, Pfizer-ის სამედიცინო ხელმძღვანელი კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.
თუ გაქვთ COVID-19-ისთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი, დაუყოვნებლივ გაიკეთეთ ტესტი და ჰკითხეთ თქვენს ექიმს შესაბამისობაში ხართ თუ არა მკურნალობის კრიტერიუმებთან. გაიგეთ მეტი: www.ncdc.ge *
*აღნიშნული ვებგვერდი არ ეკუთვნის Pfizer-ს. Pfizer-ი პასუხს არ აგებს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის შინაარსზე.
Pfizer-ის შესახებ: მიღწევები, რამაც შეცვალა პაციენტების ცხოვრება
Pfizer-ში ჩვენ ვიყენებთ მეცნიერულ და გლობალურ რესურსებს, რათა ჩავატაროთ ისეთი მკურნალობა, რაც ახანგრძლივებს და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანების სიცოცხლეს. ძალისხმევას არ ვაკლებთ, რათა სტანდარტის შესაბამისი იყოს ხარისხი, უსაფრთხოება და ჯანდაცვის პროდუქტების მიკვლევის, მათი განვითარების და წარმოების სარგებლიანობა, მათ შორის ინოვაციური მედიკამენტები და ვაქცინები. ყოველდღიურად, Pfizer-ის კოლეგები მუშაობენ პარალელურ რეჟიმში, როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ბაზრებზე, რათა გააუმჯობესონ და გაუმკლავდნენ ადამიანების ჯანმრთელობასთან, დაავადების პრევენციის ზომებთან და მკურნალობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, რაც სწორედ დღევანდელ დროში არსებული საშიში დაავადებებისგან არის გამოწვეული. გათავისებული გვაქვს რა ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ინოვაციური ბიოფარმაცევტული კომპანია, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის პროვაიდერებთან, სახელმწიფოებთან და ადგილობრივ ჯგუფებთან, რათა დავეხმაროთ და გავზარდოთ ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სანდო მომსახურებაზე მთელს მსოფლიოში. 170 წელზე მეტია ვმუშაობთ იმისათვის, რათა შევქმნათ უკეთესი ცხოვრება მათთვის, ვინც ჩვენ გვენდობა.
[1] WHO. Coronavirus (COVID-19) Dashboard. Georgia. https://covid19.who.int/region/euro/country/ge
[2] Bestetti R, Furlan-Daniel R, Silva V. Pharmacological treatment of patients with mild to moderate COVID-19: A comprehensive review. Int J Environ Res Public Health. 2021;18(13):7212.
[3] CDC. COVID-19. People with Certain Medical Conditions. https://www.cdc.gov/coronavirus/2019-ncov/need-extra-precautions/people-with-medical-conditions.html
[4] WHO. Gender and Noncommunicable Diseases in Georgia. Analysis of STEPS Data. 2020. https://apps.who.int/iris/bitstream/handle/10665/337486/WHO-EURO-2020-1667-41418-56460-eng.pdf
დატოვე კომენტარი
I don’t think the title of your article matches the content lol. Just kidding, mainly because I had some doubts after reading the article.
I don’t think the title of your article matches the content lol. Just kidding, mainly because I had some doubts after reading the article.