“ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” ანაკლიის პორტის წინასწარი დიზაინი მთავრობას წარუდგინა. პროექტი მოიცავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის დაგეგმარებას, რომელიც დაახლოებით 110 ჰექტარზე გავრცელდება. იგი შედგენილია როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო ნაწილების მშენებლობისთვის; წინასწარი დიზაინის დოკუმენტი ამ ტერიტორიის დაგეგმარების 70%-ს ასახავს.
ანაკლიის პორტის დიზაინის შემუშავებაზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ერთად საერთაშორისო კომპანიები “ვან ოორდი“ (Van Oord), “როიალ ჰასკონინგი” (Royal Haskoning DHV) და “მოფატ ენდ ნიკოლი“ (Moffat & Nicol) დაახლოებით 6 თვის განმავლობაში მუშაობდნენ.
დიზაინის წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” ტერმინალ-ოპერატორის გამოვლენის თითქმის ერთწლიანი პროცესი დაასრულა. მან საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორად მსოფილოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორი, წამყვანი ამერიკული კომპანია SSA Marine-ი დაასახელა. ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება 2017 წლის მეორე ნახევარში, ხოლო პორტის პირველი ფაზის ამოქმედება 2020 წელს იგეგმება
დატოვე კომენტარი