რამდენიმე ადგილობრივი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბელარუსი სამხედროები უკრაინის საზღვრისაკენ გადაადგილდებიან. რუსეთის მჭიდრო პარტნიორმა უკრაინის საზღვრისაკენ სამხედრო შეიარაღება და რამდენიმე დანაყოფი გადაისროლა.
ბელარუსის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებით, სამხედრო ნაწილების აღნიშნული მიმართულებით გადაყვანა კონტრ-ტერორისტული წვრთნების ჩატარებას ემსახურება.
თუმცა, დარგის ექსპერტების მოსაზრებით, აღნიშნული ნაბიჯი ვლადიმირ პუტინის მიერ ბელარუსის ომში ჩართვის მორიგ მცდელობას წარმოადგენს. ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, კონტრ-ტერორისტული წვრთნების ფარგლებში სამხედროები სწრაფი მანევრირების შესაძლებლობებს გააუმჯობესებენ, გამოიყენებენ სხვადასხვა სახის შეიარაღებას და ივარჯიშებენ მდინარეებზე ამფიბია ხიდების ოპერატიულად გაშლაში.
რუსეთი ბელარუსის ტერიტორიას უკრაინასთან ომში პლაცდარმად იყენებს. თუმცა, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ბელარუსი სამხედროების ღიად ჩართვის შესაძლებლობაზე საუბარი ბევრჯერ ყოფილა.
დატოვე კომენტარი