ქვეყნები, საიდანაც აგვისტოში ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების თანახმად, 2019 წლის აგვისტოში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 1,358,598 ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.9%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 753,648 შეადგინა, რაც 16,599-ით მეტია 2018 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე (ზრდა 2.3%).
აქედან ყველაზე მეტი მოგზაური საქართველოს რუსეთიდან და ირანიდან დააკლდა. კერძოდ, აგვისტოში საქართველოში 207 899 რუსი მოგზაური შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 8.5%–ით ჩამოუვარდება. გამოდის, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში წინა წელთან შედარებით, ქვეყანაში 19 215 რუსით ნაკლები შემოვიდა.
თითქმის იმავე რაოდენობის მოგზაურები დააკლდა ქვეყანას ირანიდან. კერძოდ, აგვისტოში საქართველოში 17 075 ირანელი მოგზაური შემოვიდა, რაც წლიურად 52%–ით შემცირებული მაჩვენებელია და 18 496–ი მოგზაურით ნაკლებია 2018 წლის აგვისტოზე.
ქვეყნები, საიდანაც მიმდინარე წლის აგვისტოში ნაკლები ტურისტი შემოვიდა წინა წელთან შედარებით, შემდეგია:
რუსეთი: –19 215 (–8.5%)
ირანი: –18 496 (–52%)
მოლდოვა: –71 (–9.3%)
რუმინეთი: –96 (–9.3%)
ალბანეთი: –4 (–6.9%)
ბოსნია და ჰერცოგოვინა: –8 (–10.8%)
ლუქსემბურგი: –25 (–36%)
არგენტინა: –60 (–46.5%)
ინდოეთი: –1062 (–14.4%)
პაკისტანი: –144(–12.2%)
ფილიპინები: –88 (–4.6%)
არაბთა გაერთიანებული საემიროები: –1056 (–39.5%)
ლიბანი: – 423 (–15.2%)
დატოვე კომენტარი