2015 წლის აგვისტოში საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 332 მილიონი ლარით გაიზარდა. ლარში გაცემული სესხები 89 მილიონი ლარით, ხოლო დოლარში გაცემული სესხები 243 მილიონი ლარით გაიზარდა.
საერთო სესხებში დოლარში გაცემული სესხების წილი 64%-ზე დაფიქსირდა. 2015 წლის პირველ რვა თვეში ლარში გაცემული სესხების მოცულობა ჯამში 476 მილიონი ლარით გაიზარდა. დოლარში გაცემული სესხები 1 950 მილიონი ლარით გაიზარდა, თუმცა ზრდა ლარის კურსის გაუფასურებითაა გამოწვეული, თუ დოლარში გადავიყვანთ, 10.2 მილიონი დოლარით არის შემცირებული.
აგვისტოში ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 0.6% პუნქტით გაიზარდა და 18.8% შეადგინა, ხოლო დოლარში გაცემულ სესხებზე 0.2% პუნქტით შემცირდა და 11%-ს გაუტოლდა.
დატოვე კომენტარი