ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 42 მლნ ლარი შეადგინა, რაც 14.4 მლნ ლარით ნაკლებია გასული წლის აგვისტოს მაჩვენებელზე.
იანვარ-აგვისტოში, ჯამში, კომერციული ბანკების წმინდა მოგება 561 მლნ ლარია, რაც 157 მლნ ლარით (39%-ით) მეტია 2016 წლის იანვარ-აგვისტოში მიღებულ მოგებაზე.
გრაფიკი: კომერციული ბანკების წმინდა მოგება, მლნ ლარებში
წყარო: ეროვნული ბანკი
დატოვე კომენტარი