საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ქართულ ქართულ საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 276.96 მილიონი ლარით, ანუ 0.58%-ით გაიზარდა და საანგარიშო თვის ბოლოსათვის 48.06 მილიარდ ლარს მიაღწია.
მათ შორის, აგვისტოში ვადიანი დეპოზიტების ზრდამ 5.11%, ანუ 934.94 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 2.23%-ით, 657.98 მილიონი ლარით შემცირდა.
ეროვნული ბანკის განცხადებით, გასულ თვეში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.91% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.52%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.55%. თავის მხრივ, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.31%, ხოლო ევროს წილმა 19.78% შეადგინა.