2015 წლის აგვისტოში საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 514 მილიონი ლარით გაიზარდა და 14.5 მილიარდი ლარი შეადგინა. ლარში განხორციელებული დეპოზიტები 77 მილიონი ლარით შემცირდა, ხოლო დოლარში განხორციელებული – 591 მილიონი ლარით გაიზარდა. დოლარში განხორციელებული დეპოზიტების ზრდა ლარის გაუფასურებამ განაპირობა. შედეგად, დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი 1.7% პუნქტით გაიზარდა და 68% შეადგინა. ჯამში, დოლარში განხორციელებულია 9.8 მილიარდი ლარის დეპოზიტი, ხოლო ლარში 4.7 მილიარდი ლარის დეპოზიტი.
დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 4.3%-ია, ხოლო ლარში განხორციელებული დეპოზიტების 7.7%.
დატოვე კომენტარი