სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის აგვისტოში წინა თვესთან (ივლისთან) შედარებით 1.7%-ით შემცირდა, ხოლო 2017 წლის აგვისტოსთან შედარებით 6.6%-ით არის გაზრდილი. 2010 წელთან შედარებით კი დღეს პროდუქციის წარმოება 45%-ით მეტ დანახარჯს მოითხოვს.
2018 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ფასები 2.1%-ით გაიზარდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც ინდექსის საერთო მაჩვენებელი 1.7% პუნქტით გაზარდა. კვების პროდუქტების, სასმელების წარმოება 1.1%-ით გაძვირდა, ძირითადი ლითონების და ლითონის მზა ნაწარმის წარმოება კი 7.8%-ით.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 5.8%-ით გაძვირდა. ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (5.4%), ასევე ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (9.8%), რეზინისა და პლასტმასის ნაწარმზე (15%). ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება 14%-ით გაძვირდა.
გრაფიკი: წარმოების ფასების ცვლილება გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით
დატოვე კომენტარი