საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის აგვისტოში 2018 წლის აგვისტოსთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 12.3%-ით (34 მლნ დოლარით) გაიზარდა, ხოლო იმპორტი 3.7%-ით (28 მლნ დოლარით) შემცირდა. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 309 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 745 მლნ დოლარი შეადგინა.
აგვისტოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -435 მლნ დოლარია, რაც 2018 წლის აგვისტოს უარყოფით ბალანსზე 62 მლნ დოლარით ნაკლებია.
რვა თვის ჯამში, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 4.4%-ით შემცირდა. სავაჭრო ბრუნვა 0.01%-ითაა გაზრდილი. რვა თვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -3 296 მლნ დოლარია, გასული წლის რვა თვეში -3 808 მლნ დოლარი იყო.
აგვისტოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 სექტემბერს გამოქვეყნდება.
დატოვე კომენტარი