საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის აგვისტოში, წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა. ივლისში კლება 5.5% იყო. 8 თვის ჯამში, იანვარ-აგვისტოში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი -5.6%-ია.
2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა. 2020 წლისთვის საქართველოს მთავრობა 4%-ით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი კი საქართველოს ეკონომიკის 4.8%-ით შემცირებას პროგნოზირებს. გარკვეული საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზით, კლება შესაძლოა -5.5%-მდე იყოს.
გრაფიკი: საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლები
დატოვე კომენტარი