საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის აგვისტოში, 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა. რვა თვის ჯამში, იანვარ-აგვისტოში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 12%-ია.
აგვისტოში დაფიქსირებული მაღალი ზრდის ტემპი 2020 წლის საბაზისო ეფექტითაც არის გამოწვეული. გასული წლის აგვისტოში პანდემიის გამო დაწესებული ეკონომიკური შეზღუდვებიდან გამომდინარე ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა. თუმცა, მიმდინარე წლის აგვისტოში ეკონომიკა 2019 წლის აგვისტოსთან შედარებითაც გაზრდილია 4.5%-ით.
2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა. 2021 წლისთვის კი საქართველოს მთავრობა 7.7%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდიც საქართველოს ეკონომიკის 7.7%-ით ზრდას პროგნოზირებს.
საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი
მონაცემთა წყარო: საქსტატი
დატოვე კომენტარი