საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 14.1%-ით შემცირდა და 287 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
მთლიანი გზავნილების 96.6% საქართველოს 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა აგვისტოში თითოეულის შემთხვევაში 1 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა. შედარებისთვის, ამავე 25 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 95.3% მოდიოდა.
რაც შეეხება 2023 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ განხორციელებულ ფულად გზავნილებს, ამ მაჩვენებელმა 29.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 1%-იან კლებას გულისხმობს.
ტოპ-25 ქვეყანა, საიდანაც აგვისტოში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა, მილიონი აშშ დოლარი: