საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის აგვისტოში საქართველოში 1 254 554 ვიზიტორი შემოვიდა, საიდანაც 657 278 იყო ტურისტი (24 საათზე მეტ ხანს გაჩერდა საქართველოში). ორივე მაჩვენებელი აგვისტოს თვის რეკორდული მაჩვენებელია.
2018 წლის აგვისტოსთან შედარებით, წელს აგვისტოში 5.8%-ით (68 872 კაცით) მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო ტურისტების რაოდენობა 2%-ით არის გაზრდილი. ვიზიტორების რაოდენობა ყველაზე მეტად აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ევროკავშირიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან გაიზარდა. აღნიშნული ქვეყნებიდან ჯამში 90 ათასით მეტი ვიზიტორი შემოვიდა. რუსეთიდან 252 873 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 6%-ით ნაკლებია 2018 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე.
წინა თვესთან, 2019 წლის ივლისთან, შედარებით აგვისტოში 155 080 ვიზიტორით მეტი შემოვიდა, ზრდა 14%-ია. ამ შემთხვევაში რუსეთიდანაც ზრდაა, აგვისტოში რუსეთიდან 93 810 ვიზიტორით (59%-ით) მეტი შემოვიდა, ვიდრე ივლისში.
რვა თვის ჯამში, იანვარ-აგვისტოში ტურისტების რაოდენობა 4%-ით, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 5.4%-ით გაიზარდა. საქართველოში უკვე ჩამოვიდა 6.2 მილიონი ვიზიტორი, საიდანაც 3.4 მილიონამდე იყო ტურისტი.
ცხრილი: საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა ყოველი წლის აგვისტოში
დატოვე კომენტარი