საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხა 2019 წლის აგვისტოში 2018 წლის აგვისტოსთან შედარებით 11 მლნ დოლარით, 8%-ით გაიზარდა. აგვისტოში სულ 146 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც აგვისტოს თვის რეკორდული მაჩვენებელია. საქართველოდან საზღვარგარეთ 19 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 94 ათასი დოლარით მეტია 2018 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე.
აგვისტოში 6 მლნ დოლარით შემცირდა გზავნილები რუსეთიდან. რუსეთიდან გზავნილების შემცირება მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო და 8 თვეში 25 მლნ დოლარით (8%-ით) შემცირდა.
აგვისტოში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად იტალიიდან, საბერძნეთიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან და ყაზახეთიდან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა.
8 თვის ჯამში, იანვარ-აგვისტოში, 1 107 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2018 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებელზე 8%-ით (80 მლნ დოლარით) მეტია.
ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც აგვისტოში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი
ქვეყანა | 2018 აგვისტო | 2019 აგვისტო | ზრდა |
იტალია | 16.4 | 20.6 | 4.2 |
საბერძნეთი | 12.6 | 14.7 | 2.1 |
უკრაინა | 2.3 | 3.8 | 1.6 |
პოლონეთი | 1.9 | 3.1 | 1.3 |
ყაზახეთი | 1.5 | 2.6 | 1.1 |
ისრაელი | 13.0 | 14.0 | 1.0 |
გერმანია | 3.3 | 4.2 | 0.9 |
საფრანგეთი | 1.8 | 2.6 | 0.8 |
ყირგიზეთი | 1.7 | 2.4 | 0.7 |
თურქეთი | 7.3 | 7.9 | 0.7 |
წყარო: ეროვნული ბანკი
დატოვე კომენტარი