აგვისტოში საზღვარგარეთიდან გადმორიცხული თანხა 21 მილიონი დოლარით გაიზარდა

აგვისტოში საზღვარგარეთიდან გადმორიცხული თანხა 21 მილიონი დოლარით გაიზარდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხა 2021 წლის აგვისტოში 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით 21 მლნ დოლარით, 1%-ით გაიზარდა. აგვისტოში სულ 205  მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც აგვისტოს თვის რეკორდული მაჩვენებელია. საქართველოდან საზღვარგარეთ 27 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 4.3 მლნ დოლარით მეტია 2020 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე.

აგვისტოში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად იტალიიდან, გერმანიიდან,  ყაზახეთიდან, რუსეთიდან და აშშ-დან  ჩარიცხვების ზრდამ განაპირობა. გზავნილები მნიშვნელოვნად შემცირდა უკრაინიდან (1.3 მლნ დოლარით) და საბერძნეთიდან (3.4 მლნ დოლარით).

8 თვის ჯამში, იანვარ-აგვისტოში, 1.5 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა, რაც 2020 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებელზე 354 მლნ დოლარით  (31%-ით) მეტია.

ქვეყნები, საიდანაც აგვისტოში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი

ქვეყანა

 აგვისტო-2020

 აგვისტო-2021

ზრდა

იტალია

28.0

33.6

5.7

გერმანია

6.9

10.1

3.3

ყაზახეთი

1.6

4.5

2.9

რუსეთი

34.9

37.7

2.7

აშშ

22.0

24.6

2.6

ისრაელი

14.3

16.7

2.4

ყირგიზეთი

0.8

1.8

1.0

საფრანგეთი

2.8

3.6

0.8

საუდის არაბეთი

0.3

0.9

0.7

მოლდოვა

0.2

0.8

0.6

წყარო: ეროვნული ბანკი

 

ფოტო: მზია საგანელიძე RFE/RL

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *