Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის აგვისტოში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,420 ერთეული შეადგინა. ეს წინა წლის ამავე თვესთან შედარებით 10%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ბაზრის მოცულობა კი 8%-ით, 187 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული.
ახალი პროექტების შემთხვევაში ტრანზაქციებში 6%-იანი კლება აღინიშნა, ძველი პროექტების შემთხვევაში კი – 18%-იანი. ახალაშენებულ ეკონომ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 9%-ით შემცირდა, მედიუმ სეგმენტში – 1%-ით. რაც შეეხება პრემიუმ სეგმენტს, ამ შემთხვევაში ტრანზაქციების მაჩვენებელი არ შეცვლილა.
აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში დედაქალაქში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 8%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 3%-ით შემცირდა. ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი კი უმნიშვნელოდ გაიზარდა როგორც გარეუბნებში, ასევე ცენტრალურ უბნებში.