მიმდინარე წლის აგვისტოში გასული წლის აგვისტოსთან შედარებით საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 2%-ით გაიზარდა. 2014 წლის აგვისტოში 376 265 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2015 წლის აგვისტოში 383 619 ტურისტი. იანვარ-აგვისტოში კი ჯამში ტურისტების რაოდენობა, 2 203 კაცით, 0.1%-ით შემცირდა.
ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურიზმთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, აგვისტოში 10%-ით გაიზარდა. 2014 წლის აგვისტოში 774 982 ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო 2015 წლის აგვისტოში 852 377.
დატოვე კომენტარი