2018 წლის აგვისტოში წინა თვესთან, ივლისთან შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) უცხოური ვალუტის რეზერვები 12.5 მილიონი დოლარით (0.5%-ით) შემცირდა. ბოლო ერთ წელიწადში კი უცხოური ვალუტის რეზერვები 138 ათასი დოლარით არის გაზრდილი.
2018 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვებმა 2.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 2.4 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 293 მილიონი დოლარი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.
სებ-ის უცხოური ვალუტის რეზერვების რეკორდული მაჩვენებელი – 2.9 მილიარდი აშშ დოლარი 2013 წლის ოქტომბრის ბოლოს დაფიქსირდა, რომელსაც მიმდინარე წლის 31 აგვისტოს არსებული რეზერვების მოცულობა 178 მილიონი აშშ დოლარით ჩამორჩება.
გრაფიკი: უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვები, მილიონი აშშ დოლარი
დატოვე კომენტარი