Airbus-ი სხვა ინდუსტრიებისთვის, საჰაერო გზით, დიდი ზომის დანადგარების გადაზიდვის სერვისის შესათავაზებლად, ვეშაპის ფორმის Beluga-ს სატრანსპორტო თვითმფრინავებს გააქირავებს. აქამდე Beluga-ს ძირითადი მოვალეობა ევროპაში, კომპანიის ქარხნებს შორის თვითმფრინავების ნაწილების გადატანა იყო.
Airbus-ის განცხადებით, არსებული Beluga ST-ისა და ახალი Beluga XL-ის სატრანსპორტო თვითმფრინავების გაქირავება 2023 წლიდან კომერციულ-სატვირთო ავიაკომპანიის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ ამჟამად Beluga ST-ს 15,000-მდე თვითმფრინავი 30,000 ფრენის ციკლის განსახორციელებლადაა შექმნილი.
მსოფლიოში ყველაზე დიდი სამგზავრო თვითმფრინავის, A380-ის გამოშვების შემდგომ, Airbus-ს ახალი მიზნები აქვს და დასავლეთში, მოცულობით უმსხვილესი კომერციული სატვირთო თვითმფრინავის შექმნას გეგმავს. კომპანიის ინფორმაციით, ყოველი ერთეული 100%-ით კომერციული მიზნებისთვის იქნება განკუთვნილი, შემოსავალს გაყიდვებიდან მიიღებს და თავადვე დაფარავს საინვესტიციო და საოპერაციო ხარჯებს.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ნაწილობრივ სუსტი მიწოდების ჯაჭვიდან გამომდინარე, მოთხოვნა დიდი ზომის ტვირთებზე, რომელთა ტრანსპორტირებაც დემონტაჟის გარეშეა შესაძლებელი, გაიზარდა. საზღვაო სარგებლობისთვის არასაკმარისი დროის შემთხვევაში, ლოგისტიკის მენეჯერები სწორედ დიდი ზომის თვითმფრინავებს ანიჭებენ უპირატესობას.
კომპანიის ბიზნესგანვითარების მენეჯერის თქმით, ჯერ კიდევ პანდემიამდელ პერიოდში, ორგანიზაციების მხრიდან იყო ინტერესი Beluga-ს საშუალებით ჩარტერული ფრენების შესასრულებლად. ბოლო დრომდე, კოსმოსური ინდუსტრიის მაქსიმალური სიმძლავრით მუშაობიდან გამომდინარე, Airbus-ს მსგავსი მოთხოვნების დაკმაყოფილება უჭირდა.
დატოვე კომენტარი