ახალ მთავრობაში 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება

ახალ მთავრობაში 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება

სამთავრობო ცვლილებებზე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა.  

ცვლილებების მიხედვით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო უერთდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. შეგახსენებთ, რომ კულტურის სამინისტროს გასულ წელს შეუერთდა სპორტის სამინისტრო. სასჯელაღსრულების სამინისტრო უერთდება იუსტიციის სამინისტროს.  

უქმდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. მისი ფუნქციები კი სამ სამინისტროზე გადანაწილდება. კერძოდ, მიგრაციის კომპონენტს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკის ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა. ასევე ფუქნციების ნაწილი გადავა ინფრასტრუქტურს სამინისტროში. 

ცვლილებების მიხედვით, სივრცითი მოწყობის კომპონენტი ეკონომიკის სამინისტროდან გადადის ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

პრემიერის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტში იქნებიან ახალი სახეები, ამ საკითხზე კონსულტაციები დასრულებულია, თუმცა დღეს მამუკა ბახტაძეს ახალი მინისტრები არ დაუსახელებია.  

“განახლებულ მთავრობას პარლამენტს განსაზღვრულ ვადებში წარვუდგენთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხედვა სრულ თანხვედრაშია საზოგადოების დაკვეთასთან, ჩვენ გვჭირდება მცირე მთავრობა და ბიუროკრატია, ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ ვხარჯოთ იმაზე მეტი, ციდრე ქვეყნის წინაშეა გამოწვევები”, – ამბობს პრემიერი.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *