ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველოს დელეგაცია წელს პირველად მონაწილეობდა.
საქართველოს დელეგაცია, ბუენოს-აირესის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებიდან 6 მედლით დაბრუნდა. ახალგაზრდა სპორტსმენებმა მედლები დაიმსახურეს შემდეგ კატეგორიებში:
გიორგი ჩხიკვაძე – ბერძნულ-რომალული ჭიდაობა, 60 კგ წონით კატეგორიაში – ოქრო;
ილია სულამანიძე – ძიუდო, 100 კგ წონითი კატეგორია – ვერცხლი;
არჩილ მალაყმაძე – ძალოსნობა, 69 კგ წონითი კატეგორია – ვერცხლი;
გიორგი თოხაძე – ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 51 კგ წონით კატეგორიაში – ვერცხლი;
გიორგი გეგელაშვილი – თავისუფალი ჭიდაობა, 48 კგ წონით კატეგორიაში – ვერცხლი.
ნინო ხუციბერიძე – ტყვიის სროლა, 10 მ, პნევმატური პისტოლეტი – ბრინჯაო;
ბუენის-აირესის რიგით მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველოს დელეგაცია წელს პირველად მონაწილეობდა. საქართველოს 15-მა წარმომადგენელმა, ოლიმპიადის ლიცენზიები სპორტის 10 სახეობაში პირველად მოიპოვეს და პირველივე ოლიმპიადაზე სამშობლოში მედლებით დაბრუნდნენ.
ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს გენერალურ პარტნიორობას 2018 წლის 30 იანვრიდან საქართველოს ბანკი უწევს. საქართველოს ბანკი გააგრძელებს ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერას 2020 წლამდე განსახორციელებელ ყველა აქტივობაში.
დატოვე კომენტარი