ახალი გლობალური მობაილ შოპინგ პლატფორმა საქართველოდან ექსპორტირებული გზავნილების სუბსიდირებას გეგმავს

ახალი გლობალური მობაილ შოპინგ  პლატფორმა საქართველოდან ექსპორტირებული გზავნილების სუბსიდირებას გეგმავს

მარკეტი იგივე MRKT არის P2P შოპინგ პლატფორმა სოციალური ქსელის ელემენტებით, სადაც თავს დამწყები ბრენდები, არტისტები და ინდივიდუალური სელერები იყრიან.

მარკეტი, ამერიკულ  (ნიუ იორკი)​ ტექნოლოგიურ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც პირველადი აქტივობების განხორციელებას ქართულ ბაზარზე გეგმავს. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, საქართველოდან ექსპორტის რამდენიმე კონკრენტული მიმართულებით გაზრდაა. შესაბამისად მარკეტის გუნდს, სატესტო აქტივობების ფარგლებში, პირველი სამი თვის მანძილზე ექსპორტირებული ყველა გზავნილის სუბსიდირება აქვს გადაწყვეტილი. 

საქართველოდან მსოფლიო მასშტაბით გზავნილების მიმოსვლის სირთულის და მაღალი ფასების გამო, მცირე ბიზნესს, ინდივიდუალურ მეწარმეებს თუ არტისტებს დღესდღეობით არ აქვთ პროდუქციის ფართო რეალიზაციის საშუალება. კომპანიაში ფიქრობენ, რომ გზავნილების სუბსიდირება იქნება, როგორც აღნიშნული პრობლემის ნაწილობრივ გადაჭრა, ასევე არტისტებისა თუ სხვა  “სელერების”, ლოკალური წარმოების წახალისება. 

               

გლობალური “ლონჩის” შემდეგ, კომპანია კიდევ უფრო მეტად აპირებს ქართული პროდუქციის და წარმოების ხელშეწყობას და გაძლიერებას. 

MRKT -ში ყველაზე დიდი აქცენტი მომხარებელზე კეთდება. თავად აპლიკაციის “UX” დიზაინი ‘full screen” სურათებზეა გათვლილი, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს სრულად აითვისოს აპლიკაციის სივრცე პროდუქტის პრეზენტირებისთვის, ერთ სურათზე რამდენიმე პროდუქტის გასაყიდად განთავსების შესაძლებლობა კი მათთვის კიდევ უფრო მეტად მოქნილ ფუნქციონალს ქმნის.

მარკეტი მომხმარებელს, ასევე მათზე მორგებულ საძიოებო  სისტემასაც  სთავაზობს. გარდა რამდენიმე საბაზისო კატეგორიისა, მომხარებელს ეძლევა შესაძლებლობა შექმნას საკუთარი კატეგორია ჰაშთაგის მეშვეობით.  მიდგომით – “სელერსა” და მყიდველს შორის სივრცე პატარავდება და ძიების პროცესი უფრო მარტივი ხდება.

ძიების პროცესს ამარტივებს აპლიკაციის სხვა ფუნქციონალიც, მაგალითად ფუნქცია “Near me” რომლის საშუალებითაც მომხმარებელი შეძლებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში აღმოაჩინოს და გაეცნოს ლოკალურ სელერებს. 

რაც ყველაზე მთავარია მომხმარებლის და მონაცემის მატებასთან ერთად, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით აპლიკაცია სულ უფრო და უფრო ჭკვიანი, მომხმარებელზე მორგებული ხდება და შესაბამისად მომხმარებელი იღებს მხოლოდ მისი ინტერესების მიხედვით გენერირებულ “ფიდს” აპლიკაციაში. 

               

მარკეტის “community” ესთეტიკის მოყვარული ინდივიდუალების, კრეატორების და ბრენდებისგან შედგება. მომხმარებლების მხრიდან აპლიკაციის  ესთეტიკას და მისი მეშვეობით თვითგამოხატვას დიდი ყურადღება ეთმობა.  ზოგადად კი, mrkt არის ყველასთვის, ვინც ინტერესდება მოდით, დიზაინით, ხელოვნებით, ნივთების შეგროვებით ან უბრალოდ განსაკუთრებული ნივთების აღმოჩენით, არის ესთეტი და ამავდროულად მისდევს ტენდენციას: “mindful shopping”, რომლის ფილოსოფიაც გარემოსა და პლანეტაზე ზრუნვას ეფუძნება. MRKT-ის კონცეფცია საწყისშივე გულისხმობს და ატარებს ზემოთ აღნიშნულ იდეას. 

ბრენდს ყველაზე მეტად სჯერა იმის, რომ ყოველი ნივთი საინტერესო ისტორიას ატარებს. რაც უფრო ძველია ნივთი მით უფრო მრავალრიცხოვანია მისი ისტორიები. ბრენდს ასევე სჯერა იმის, რომ ნივთები იმსახურებენ “მეორე სიცოცხლეს”, მსგავსი პოლიტიკის გატარებით კი შესაძლებელია პლანეტის დაბინძურების ცოტათი მაინც შემცირება. 

კომპანია უწყვეტ განვითარებაზეა ორიენტირებული. ამ ეტაპზე “R&D”- ის ჯგუფი საქართველოშია დაფუძნებული, რომელიც სხვადასხვა ახალი ფუნქციონალის და ტექნლოგიის დანერგვაზე მუშაობს. პროდუქტის განვითარების სამომავლო გეგმა აპლიკაციაში, ვიდეო შოფინგის ფუნქციის იმპლემენტაციას ითვალისწინებს.