S&P Global Platts Analytics–ის უახლესი მონაცემების მიხედვით, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში დაგეგმილი წყალბადის პროექტების სავარაუდო ღირებულება $44 მილიარდს გაუტოლდება, აქედან დაახლოებით $35 მილიარდის ღირებულების პროექტები უკვე 2030 წლიდან ამოქმედდება. ანგარიშის მიხედვით, ახლო აღმოსავლეთი შესაძლოა, გლობალური „წყალბადის ენერგიის კერად“ იქცეს.
კვლევის მიხედვით, მეთანის ორთქლის გარდაქმნა (SMR) ნახშირბადის „დაჭერით“ გაცილებით იაფია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, ვიდრე ავსტრალიასა და ნიდერლანდებში. თუმცა აღსანიშნავია, რომ SMR მომავლის ტექნოლოგიად არ განიხილება, რადგან ის არ წარმოადგენს ე.წ. მწვანე ტექნოლოგიას. SMR-ტექნოლოგიის გამოყენების შედეგად ატმოსფეროში მაინც გამოიყოფა სათბური აირების გარკვეული ნაწილი.
სუფთა წყალბადის შესაქმნელად უფრო პერსპექტიულ ვარიანტად ელექტროლიზი განიხილება, რადგან ის წყლის წყალბადად და ჟანგბადად განცალკევებისათვის ელექტროენერგიას იყენებს. ანგარიშის მიხედვით, ავსტრალია ამ სფეროში ყველაზე ეკონომიურ ქვეყნად მიიჩნევა.
S&P Global Platts-ის ენერგიის სატრანზიტო ფასების ხელმძღვანელის ალან ჰეისის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთი წყალბადის წარმოებაში დიდი მოცულობის ინვესტიციების წყალობით რეგიონს წყალბადეკონომიკის განვითარების ცენტრად გადააქცევს.
„ახლო აღმოსავლეთს დიდი პოტენციალი აქვს, გახდეს წყალბადის გლობალური მიმწოდებელი, ისევე როგორც დღეს ის არის ნედლი ნავთობის ერთ–ერთი მთავარი მსოფლიო ექსპორტიორი“, –აღნიშნა ალან ჰეისმა.
ანგარიშის მიხედვით, შესაძლოა ახლო აღმოსავლეთის ამჟამინდელი სტატუსი „ნავთობის კერა“ მალე „წყალბადის მსოფლიო კერის“ სტატუსით შეიცვალოს.
დატოვე კომენტარი