Google-ის მშობელი Alphabet-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ, კომპანიის ისტორიაში პირველად, ორშაბათს $2-ტრილიონიან ნიშნულს მიაღწია. მიმდინარე წელს აშშ-ის ხუთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ აქციებს შორის Alphabet-მა 70%-იანი ზრდით გაყიდვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, რაც ძირითადად Google-ის სარეკლამო ბიზნესის ზრდითაა გამოწვეული.
სარეკლამო შემოსავლებისა და ქლაუდბიზნესის ზრდასთან ერთად, კომპანიის A კლასის აქციებმა 1,2%-ით მოიმატა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. შედეგად, ორშაბათს კომპანია Apple-ისა და Microsoft-ს $2-ტრილიონიანი საბაზრო ღირებულების კომპანიათა კლუბს შეუერთდა. შეგახსენებთ, რომ Alphabet-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $1 ტრილიონს 2020 წლის იანვარში მიაღწია.
Alphabet-ი ბირჟაზე წელიწადში 24-ჯერ ვაჭრობს, რაც მას Amazon-სა და Microsoft-ზე იაფს ხდის, თუმცა კომპანია უფრო ძვირია, ვიდრე Facebook-ის მშობელი კომპანია Meta. დაბალი ღირებულებისა და ზრდის მაღალი ტემპის გამო, კომპანიის აქციები მეგაკლუბის სხვა წევრებთან შედარებით კიდევ უფრო იზრდება. გარდა ამისა, Alphabet-ი Wall Street-ზე უკონკურენტო ფავორიტია, რომლის აქციების შეძენასაც Bloomberg-ის 49 ანალიტიკოსიდან 48 ანალიტიკოსი უწევს რეკომენდაციას.
დღევანდელი მოცემულობით, Nasdaq-ზე კომპანიის ღირებულება $1,98 ტრილიონს შეადგენს. Alphabet-ის აქციების საშუალო 12-თვიანი ფასი $3,321-ია, რაც 11%-იან მოგებას უტოლდება. სავარაუდოა, რომ კომპანიის მოგება თითო აქციაზე 2023 წლისთვის $130 მიაღწევს.
დატოვე კომენტარი