Amazon-ი პლატფორმაზე გაყიდული დეფექტიანი საქონლისთვის კომპენსაციას გადაიხდის

Amazon-ი პლატფორმაზე გაყიდული დეფექტიანი საქონლისთვის კომპენსაციას გადაიხდის

Amazon-ი პლატფორმაზე მესამე პირის მიერ გაყიდული დეფექტიანი საქონლისთვის მყიდველებს კომპენსაციას გადაიხდის, თუკი აღნიშნული პროდუქტი მომხმარებელს ან მათ ქონებას მიაყენებს ზიანს. ამგვარი ნაბიჯი კომპანიის პოლიტიკის რადიკალური ცვლილების დასაწყისია, რასაც მარეგულირებლებისა და სასამართლოს მხრიდან Amazon-ზე ზეწოლაც უწყობს ხელს.

Amazon-ის განცხადებით, კომპანია პირველი სექტემბრიდან მომხმარებელს წუნდებული პროდუქტის გამოყენებით მიღებული პირადი და მატერიალური ზიანის მიყენების შემთხვევაში 1,000 აშშ დოლარამდე კომპენსაციას გადაუხდის. შესაბამისი წესების დაცვით მუშაობისა და დაზღვევის ფლობის შემთხვევაში, საიტზე არსებულ გადამყიდველებს აღნიშნული ხარჯების გაღება არ მოუწევთ. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველები უპასუხისმგებლოდ მოიქცევიან და უარყოფენ იმ მტკიცებულებებს, რომლებიც Amazon-ის აზრით ვალიდურია, კომპანია რადიკალურ ზომებსაც მიიღებს.

Amazon-ის განცხადებით, კომპენსაციის გადახდის მექანიზმში შესული ცვლილებებით, ისინი უფრო ეფექტურად დაიცავენ, როგორც მომხმარებლების, ასევე გამყიდველების უფლებებს. ცნობისთვის, ამჟამად პლატფორმაზე განთავსებული პროდუქტების ნახევარზე მეტი მესამე პირების მიერ იყიდება. ამის მიუხედავად, Amazon-ი აცხადებს, რომ www.amazon.com უბრალოდ პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელსა და გამყიდველებს ერთმანეთთან აკავშირებს და კომპანია პასუხისმგებლები არ არიან იმაზე, თუ რას ყიდიან სხვები.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *