Amazon-ის დღევანდელ წარმატებას თუ გავითვალისწინებთ, საკმაოდ რთულად წარმოსადგენია, რომ 1994 წელს მისი დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ავტოფარეხში, კარებისაგან აწყობილ მაგიდებზე წიგნებს ყიდდა. ახლა კი, Amazon-ზე თითქმის ყველაფრის ყიდვა შეგიძლიათ, რაც ბადებს კითხვას – როგორ გარდაიქმნა იგი “ყველაფრის მაღაზიად“.
1997 წელს, CD-ებისა და DVD-ებით წარმატებული ვაჭრობის შემდგომ, ბეზოსი მაღაზიის გაფართოვებაზე დაფიქრდა.
“1000 ალალბედზე შერჩეულ მომხმარებელს ელ-ფოსტა გავუგზავნე და ვკითხე, „იმის გარდა, რასაც დღესდღეობით ვყიდი, რისი გაყიდვა გინდათ რომ დავიწყო?“, – გაიხსენა ბეზოსმა Economic Club of Washington-ისათვის მიცემულ ინტერვიუში, – “კითხვაზე გაცემული პასუხები მათ მოთხოვნებზე საუბრობდა“.
“თვითშექმნილმა“ მილიარდელმა ერთ-ერთი მომხმარებლის მოთხოვნა გაიხსენა, “[მინდა ვიყიდო] საქარე მინის საწმენდები, რადგან საქარე მინის საწმენდები ძალიან მჭირდება.“
“ზუსტად იმ მომენტში გავიფიქრე რომ ამ გზით ყველაფრის გაყიდვა შეგვეძლო,“ – განაცხადა ბეზოსმა. “ასე რომ, დროთა განმავლობაში, ელექტრო ნივთების, სათამაშოებისა და სხვა მრავალი კატეგორიების დამატება მოგვიწია.“
2000-იანების დასაწყისში, Amazon-ი წიგნებს, ვიდეოებსა და მუსიკას გასცდა – დაამატა რა ვირტუალურ კატალოგს ტანსაცმელი, სათამაშოები, სამზარეულო ნივთები და ჟურნალების გამოწერის ფუნქციაც კი.
რა შეგვიძლია ვისწავლოთ ბეზოსისგან
ბეზოსის ქონების ღირებულება, Forbes-ის გათვლებით, დაახლოებით $185 მილიარდია. მსგავს შედეგს ადამიანთა მხოლოდ მცირე ნაწილი იმეორებს, მაგრამ მისი აზროვნების შესწავლა და გამოცდილების გათვალისწინება ხომ მაინც შესაძლებელია. როგორ?
1. უმარტივესი იდეების ცდა ღირს.
ინოვაციაზე ერთ-ერთი ყველაზე მცდარი შეხედულება ის გახლავთ, რომ მოწინავე იდეები, მაინც და მაინც, რთული უნდა იყოს და რიგითი ადამიანებისთვის “გიჟურად“ უნდა ჟღერდეს. თუმცა, როგორც ბეზოსმა დაგვანახა, შეგიძლია მარტივი იდეა აიღო და რაიმე უფრო დიდად გადააქციო.
2. “ჩაფლავებას” ელოდეთ.
“წარუმატებლობებისგან მილიარდობით დოლარი ვიშოვე,“ – განაცხადა ბეზოსმა IGNITION-ის კონფერენციაზე 2014 წელს. “ჩემი ერთ-ერთი საქმე სიმამაცის გაღვივებაა, რაც უსაშველოდ ძნელი გამოწვევა გახლავთ“, – დასძინა მან.
3. ელაპარაკეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენს წრეში არ არიან.
იმის მიუხედავად რომ ყველანი ერთმანეთს ვგავართ, ჩვენ მაინც განსხვავებული მოთხოვნები გაგვაჩნია. და ამ საჭიროებათა მოსმენა – ხართ მწარმოებელი თუ გუნდის რიგითი წევრი, რომელსაც კომპანიისათვის იდეათა მიწოდება ევალება – უფრო ჭკვიან და სწრაფ გადაწყვეტილებებს მიგაღებინებთ.
Amazon-ის ზრდაზე ფიქრისას, ბეზოსმა არც საკუთარ თავს და არც თანამშრომლებს მოუსმინა. მან პირდაპირ მომხმარებლებს მიმართა.
4. იარეთ ნელა.
ერთ დღეში არავინ მდიდრდება. დღევანდელი პოზიციის მიღწევისათვის, Amazon-ს 26 წელიწადი დასჭირდა.
Gradatim Ferociter (ლათ. ნაბიჯ-ნაბიჯ, მრისხანედ) ბეზოსის ერთ-ერთი კომპანიის, Blue Origin-ის მოტოა. ბეზოსის განმატებით, ეს ნიშნავს რომ “ეტაპთა გამოტოვება შეუძლებელია. მოკლე გზები არ არსებობს. ყველაფერს დრო სჭირდება.“
დატოვე კომენტარი