Amazon-ი გეგმავს თანამშრომლების ნაწილს სახლიდან მუშაობის უფლება მომავალი წლის შუა პერიოდამდე გაუხანგრძლივოს. ამის შესახებ CNN წერს.
“იმ თანამშრომლებს, რომლებიც ეფექტურად მუშაობენ სახლიდანაც, შეუძლიათ დისტანციურად მუშაობა 2021 წლის 30 ივნისამდე გააგრძელონ“, – განაცხადა Amazon-ის პრესსპიკერმა.
კომპანიაში ამბობენ, რომ მათ მნიშვნელოვანი ინვესტიციის ჩადება მოუწიათ რესურსებში, რათა საოფისე სივრცის და დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანის სამუშაო სტრუქტურა შეეცვალათ. გარდა ამისა, კომპანიას დამატებითი ხარჯები აქვს ოფისების დასუფთავების, ტემპერატურის შემოწმების, პირბადებიის და ხელის სადეზინფექციო საშუალებების უზრუნველყოფისათვის.
ცნობისთვის, თვის დასაწყისში Amazon-მა განაცხადა, რომ მათ 20 000-მდე თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი პანდემიის დაწყებიდან. მანამდე კომპანია აღნიშნული მონაცემების გასაჯაროებაზე უარს ამბობდა. პანდემიის დასაწყისში კი მისი თანამშრომლები აპროტესტებდნენ საწყობებში არასაკმარისი უსაფრთხოების ზომებს და ამბობდნენ, რომ მათი ჯანმრთელობა დაცული არ იყო.
დატოვე კომენტარი