Amazon-მა ნიუ-ჯერსიში მდებარე ერთ-ერთი საწყობი კორონავირუსის გავრცელების გამო დახურა. საწყობი 26 დეკემბრამდე არ იმუშავებს. როგორც Reuters-ი წერს, უსიმპტომო თანამშრომლების რაოდენობა დიდი იყო, რის გამოც კომპანიას აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მოუწია.
კომპანიაში არ აკონკრეტებენ, თუ რამდენ თანამშრომელზე იყო საუბარი. თუმცა, მათი თქმით, ყველა დასაქმებულს საწყობის გამო გაცდენილი დღეები ჩვეულებრივ აუნაზღაურდება.
შეგახსენებთ, ოქტომბერში Amazon-ში განაცხადეს, რომ 19 000-ზე მეტ თანამშრომელი დაინფიცირდა კომპანიაში პანდემიის დაწყებიდან. მანამდე დასაქმებულთა ნაწილი აპროტესტებდა კომპანიაში არსებულ პირობებს და აცხადებდა, რომ Amazon-ი არ უფრთხილდებოდა თანამშრომლებს, ვინაიდან მათ სიცოცხლეს საწყობებში რისკის წინაშე აყენებდა.
პარალელურად, Amazon-ში გასულ თვეს განაცხადეს, რომ დღეში ამერიკის მასშტაბით 50 000-მდე აპირებენ ტესტირების რაოდენობის გაზრდას, რათა ვირუსის გავრცელება თავიდან აერიდებინათ.
დატოვე კომენტარი