Amazon-მა გაყიდვებით Walmart-ს გასულ წელს პირველად გადაასწრო. New York Times-ის ცნობით, Amazon-ი, საკუთარი და მის პლატფორმაზე მესამე პირის მიერ გაყიდული საქონლით, ჩინეთის გარეთ პირველად გახდა მსოფლიოს უმსხვილესი საცალო მოვაჭრე.
Wall Street-ის მონაცემებით, უკანასკნელი 12 თვეში Amazon-ის პლატფორმაზე მყიდველების მერ დახარჯული თანხა 610 მილიარდ აშშ დოლარს აღემატებოდა, როდესაც Walmart-მა დროის იგივე მონაკვეთში 566 მილიარდი აშშ დოლარის გაყიდვები ნახა.
Amazon-ის გაყიდვებმა განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, ონლაინ ვაჭრობის ზრდასთან ერთად მოიმატა. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში Amazon-ის პლატფორმაზე გაყიდული საქონლის საერთო ღირებულება $200 მილიონით გაიზარდა. რაც შეეხება Walmart-ს, პანდემიის პერიოდში 24 მილიარდიანი ზრდით ის საკმაოდ ჩამორჩება Amazon-ის გაყიდვებს.
მიუხედავად Walmart-ის მიერ გაყიდვების საჯარო გამოქვეყნებისა, რომელიც ძირითადად მისივე საქონლით შედგება, ანალიტიკოსები Amazon-ს წარმატებას უფრო მეტად უწინასწარმეტყველებენ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კომპანიის პლატფორმაზე უმეტესწილად მესამე პირის მიერ გასაყიდი საქონელია წარმოდგენილი და Amazon-ი მხოლოდ გაყიდვისთვის გადახდილ საფასურს აქვეყნებს. მიუხედავად ამისა, მსოფლიო ბაზარზე ორივე კომერციული გიგანტი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ჩინურ ონლაინ სავაჭრო პლატფორმა Alibaba-ს, რომლის გაყიდვებმაც გასულ წელს 1.2 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ Amazon-ის დამფუძნებელი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსია, რომლის ქონებაც Forbes-ის მონაცემებით 187 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. რაც შეეხება, Walmart-ის დამფუძნებელი ძმების, სემ და ჯეიმ უოლტონების შთამომავლებს, 2020 წლის მონაცემებით ისინი ჯამში 247 მილიარდი აშშ დოლარის ქონებას ფლობენ.
დატოვე კომენტარი