ახალი კვლევის თანახმად, პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში გატარებული 100 დღის შემდეგ ამერიკელები თავს ყველაზე ოპტიმისტურად გრძნობენ ბოლო 15 წლის განმავლობაში. პრეზიდენტმა ბაიდენმა გასულ კვირაში ოფისში საკუთარი 100 დღე კონგრესის წინაშე შეაფასა. სიტყვით გამოსვლისას მან ხაზი გაუსვა მის მიერ დამტკიცებულ 1.9-ტრილიონიან გეგმას, რომელიც კონგრესმა მარტში დაამტკიცა და აღნიშნა კოვიდ-19-ის ვაქცინის 200 მილიონი დოზაც, რომელსაც თავი მოუყარა შეერთებულ შტატებში.
იმისდა მიუხედავად, რომ კვლევის მიხედვით ჯო ბაიდენის ქმედებები დადებითადაა შეფასებული, რესპონდენტთა 75%-ს ეჭვები აქვს ეკონომიკურ პოლიტიკასთან, იარაღის კანონთან, ჯანდაცვის სისტემასა და არალეგალურ იმიგრაციასთან დაკავშირებით.
გამოკითხული 500 ამერიკელი მოზარდის დაახლოებით 64%-მა ოპტიმისტური იმედი გამოთქვა სახელმწიფოს კურსის შესახებ მომდევნო 12 თვის განმავლობაში. ამგვარი მოცემულობა კი ბოლოს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მეორე ვადის დროს შეინიშნებოდა 2006 წლის დეკემბერში.
თუმცა, ოპტიმისტური განწყობებისდა მიუხედავად, რესპონდენტთა დაახლოებით ნახევარმა (48%) განაცხადა, რომ ქვეყანა არც გამთლიანებულა და არც დაყოფილა მას შემდეგ, რაც ბაიდენმა გაიმარჯვა. ხოლო იმ ადამიანების უმრავლესობა, რომელთაც განაცხადეს, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტად დანაწევრდა (28%), აღნიშნულ გარემოებაში პრეზიდენტის ბრალეულობას ხედავს. საინტერესოა ისიც, რომ იმ ადამიანთა სრული უმეტესობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო გაერთიანდა ბაიდენის გამარჯვების შემდეგ (23%), ამ ყველაფერზე პასუხისმგებელ პირად თავად პრეზიდენტს მიიჩნევს.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა თანახმაა, რომ სახელმწიფომ მეტი ფული დახარჯოს ეკონომიკის დასახმარებლად იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს გადასახადების გაზრდას გამოიწვევს. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ რესპონდენტთა 47% გადასახადების იმავე დონეზე დატოვებას უჭერს მხარს. ამ საკითხზე დიდი დებატებია გაჩაღებული რესპუბლიკელ და დემოკრატ ამომრჩეველს შორის. რესპუბლიკელთა 78% მიიჩნევს, რომ გადასახადების იმავე დონეზე დატოვება აუცილებელია. დემოკრატების 80% კი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ მთავრობამ მეტი ფინანსები გაიღოს ეკონომიკის გასაჯანსაღებლად.
საინტერესო იყო დემოკრატი პრეზიდენტის რესპუბლიკელ პოლიტიკოსებთან ურთიერთობის საკითხიც. კვლევის შეკითხვაზე, თუ რამდენად კომპრომისულია ჯო ბაიდენი რესპუბლიკელი კონგრესმენების მიმართ, გამოკითხულთა 51% პასუხობს, რომ ის საკმარისად კომპრომისულია, ხოლო 39%-ის აზრით, პრეზიდენტი ამისათვის დიდ ძალისხმევას არ იჩენს.
იმავე კითხვის საპირისპირო ფორმულირებით დასმისას კი რესპონდენტებმა მკვეთრად უარესი მოცემულობა შექმნეს. გამოკითხულთა 67%-ს მიაჩნია, რომ რესპუბლიკელები საკმაოდ არ ირჯებიან იმისათვის, რათა რიგ საკითხებზე პრეზიდენტ ბაიდენთან კომპრომისი გამონახონ. ხოლო რესპონდენტთა 22% თვლის, რომ რესპუბლიკელები ყველაფერს აკეთებენ ამისათვის.
მოსალოდნელია, რომ დებატები ბაიდენის საგადასახადო გეგმასა და ფისკალურ პოლიტიკაზე მომდევნო თვეების განმავლობაში კიდევ უფრო გამძაფრდება. საინტერესოა, შეცვლის თუ არა აღნიშნული გარეომება მოსახლეობის დამოკიდებულებას ზემოთ განხილული საკითხებისადმი.
დატოვე კომენტარი