მართალია, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იგი პანდემიას შესანიშნავად გაუმკლავდა, ამერიკული კომპანიების აღმასრულებელი ხელმძღვანელები ასე სულაც არ ფიქრობენ.
CEO-ებისა და ბიზნეს მმართველების 67% ტრამპის კოვიდ-კრიზისთან ბრძოლით ძალიან უკმაყოფილოა. გამოკითხულთა მხოლოდ 6%-ია კმაყოფილი. ქვეყნის უმსხვილესი კომპანიების ლიდერები ტრამპის კონკურენტის, ჯო ბაიდენის მხარეს იჭერენ, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, პრეზიდენტი მსუბუქი რეგულაციების და გადასახადების დაწესებას აპირებს.
კერძოდ, Yale-ის გამოკითხვის შედეგად, ბიზნეს ლიდერთა 77%-ი ნოემბრის არჩევნებში აპირებს, რომ ხმა ჯო ბაიდენს მისცეს. აღსანიშნავია, რომ ტრამპისგან განსხვავებით, ბაიდენი გადასახადების გაზრდას გეგმავს.
CEO-ები პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ საჯაროდ გამოსვლას ერიდებიან, მაგრამ, როგორც Yale-ის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ჯეფრი სონენფილდი აცხადებს, ისინი პროტესტს ფარულად და კოლექტიურად გეგმავენ.
გარდა ამისა, ამერიკელი აღმასრულებელი ხელმძღვანელები თვლიან, რომ სახელმწიფომ კოვიდ-კრიზისი მის მიერ გადადგმული ნაბიჯებით გაამწვავა. 86% თვლის, რომ სახელმწიფოს მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა სიკვდილიანობის მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად იმოქმედა. გამოკითხულთა თქმით, სწორი გადაწყვეტილებები ნაკლებ ინფიცირებულ პაციენტს იმსხვერპლებდა.
Johns Hopkins-ის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კოვიდ-19-ის 1 მილიონი მსხვერპლიდან 20% აშშ-ზე მოდის.
ხოლო, რაც შეეხება ჩინეთში ვაჭრობას, CEO-ების 78%-მა თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის რეგულაციებმა ჩინეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობა გააუარესა. 62% მიიჩნევს, რომ სავაჭრო ოპერაციები ჩინეთში უსამართლო იყო, რამაც თავიანთ ბიზნესს ძლიერად ავნო.
აღსანიშნავია, რომ ტრამპის კანდიდატურის მიმართ სკეპტიციზმი კამპანიის ფონდზეც ისახება. OpenSecrets-ის მონაცემებზე დაყრდნობით, უოლ სტრიტმა ბაიდენს 5-ჯერ მეტი თანხა გადაურიცხა, ვიდრე ტრამპს.
დატოვე კომენტარი