ამერიკის საფონდო ბირჟაზე ტენდენციები წელს ისეთივეა დაახლოებით, როგორც 2009 წლის კრიზისის დროს. ასე მაგალითად, 15 ივნისის მონაცემებით, S&P 500-ის საფონდო ინდექსი 23 მარტის შემდეგ 37.1%-ით იყო გაზრდილი. 2009 წელს რომ მივუბრუნდეთ, მარტის ყველაზე დაბალი მაჩვენებლიდან 58 დღეში S&P 500-ის ინდექსი 39.4%-ით იყო გაზრდილი.
ამის შესახებ ინფორმაციას DataTrek-ი ავრცელებს.
თუმცა, არის განსხვავებებიც. თუ 2009 წლის ივნისში ტექნოლოგიების სექტორზე 18.4% მოდიოდა, დღეს მათი წილი 32.0%-ია. განსხვავებაა ენერგოსექტორის მიმართულებითაც. მაშინ ამ მიმართულებაზე 12.4% მოდიდა, დღეს მხოლოდ 3%-ია.
DataTrek-ის ანალიზის მიხედვით, თუ წელსაც ტენდენციები ისევე შენარჩუნდება, როგორც 2009 წელს, მაშინ მოსალოდნელია, რომ S&P 500-ი წელს 14%-ით გაიზარდება.
დატოვე კომენტარი