ამერიკის უმსხვილესი ქველმოქმედები

Forbes ყველაზე მსხვილი ამერიკელი ქველმოქმედი ბიზნესმენების სიას აქვეყნებს. გამოცემამ ბიზნესმენების მიერ 2016 წელს ქველმოქმედებაზე გაცემული თანხები დათვალა. სიის სათავეში უორენ ბაფეტია. მან ერთ წელში ქველმოქმედებაზე $2.8 მილიარდი დახარჯა. მეორე ადგილზე ბილ და მელინდა გეითსები არიან. გეითსმა ცხოვრების მანძილზე საკუთარი კომპანიის Microsoft ღირებულების 5% ქველმოქმედებას მოახმარა.  2016 წელს კი  ქველმოქმედმა წყვილმა $2.1 მილიარდი გასცა. 

მესამე ადგილზეა მაიკლ ბლუმბერგი. ბიზნესმენმა და პოლიტიკოსმა ერთ წელში ქველმოქმედებაზე $600 მილიონი დახარჯა. 

მეოთხე პოზიციას ჯორჯ სოროსი იკავებს. მან წლიურად ქველმოქმედებაზე $531 მილიონი დახარჯა.

ხუთეულს მილიარდერი ჩაკ ფინი ასრულებს. მან ერთ წელში ქველმოქმედებაზე 482 მილიონი დოლარი დახარჯა, ხოლო ჯამში კი ცხოვრების განმავლობაში ქველმოქმედებაზე 6 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული. 

მეექვსე ადგილზე უოლტონების ოჯახია. მათ წლიურად 454 მილიონი დოლარი დახარჯეს ქველმოქმედებაზე. მეშვიდე ადგილს პოლ ალენი იკავებს, Microsoft-ის თანადამფუძნებელმა ერთ წელში ქველმოქმედებაზე 341 მილიონი დოლარი დახარჯა.  მერვე ადგილს იკავებენ ჯეიმს და მერილინ სიმონსები $293 მილიონით. მეცხრე ადგილზე გორდონ და ბეტი მურები არიან. მათ წლებია საქველმოქმედო ფონდი აქვთ დაარსებული და ერთ წელში ქველმოქმედებაზე $289 მლნ დახარჯეს. 

ათეულს ასრულებენ ჯონ და ლაურა არნოლდები. მათმა ფონდმა ერთ წელში ქველმოქმედებისთვის $277 მლნ დახარჯეს.

"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".