აგვისტოში რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსები აშშ დოლართან მიმართებაში, აზერბაიჯანული მანათის გარდა, გაუფასურების ტენდენციას ავლენდა თუმცა სრულიად განსხვავებული მასშტაბით.
2018 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აშშ დოლართან მიმართებაში ყველაზე მკვეთრად გაუფასურდა თურქულილირა (39.4%-ით) და რუსულირუბლი (9.8%-ით), შედარებით ნაკლებად – სომხურიდრამი (0.8%-ით). ხოლო, აზერბაიჯანულიმანათი მცირედით (0.3%-ით) გამყარდა. ლირისა და რუბლის გაუფასურების მიზეზად აშშ-ს სანქციები სახელდება.
რაც შეეხება ლარს, საბიუჯეტო ოფისის მონაცემებით, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 3.5%-ით, ხოლო ევროს მიმართ 2.3%-ით გაუფასურდა. 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, 2018 წლის აგვისტოში ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 5.4%-ით, ხოლო ევროს მიმართ 3.2%-ით გაუფასურდა. 16 აგვისტოს 1 დოლარი 2.6343 ლარს შეადგენდა, რაც წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წლის განმავლობაში ლარი ყველაზე მეტად გამყარებული მარტში იყო, როდესაც 1 დოლარის ღირებულება საშუალოდ 2.41 ლარს შეადგენდა.
აგვისტოში რეგიონის ქვეყნებში, გარდა თურქეთისა, სამომხმარებლო ფასების ინფლაცია მსგავსი დინამიკით ხასიათდება. კერძოდ, 2018 წლის აგვისტოში თურქეთში წლიურმა ინფლაციამ 17.9% შეადგინა. შედარებით დაბალი იყო ინფლაციის დონე რუსეთსა (3.1%) და სომხეთში (3.3%). რაც შეეხება აზერბაიჯანს, 2018 წლის ივლისის მდგომარეობით, სამომხმარებლო ფასებმა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.6%-ით მოიმატა.
დატოვე კომენტარი